არასოდეს ყოფილა მათემატიკა ასეთი საინტერესო პატარებისთვის, როგორც ჩვენთან, Gmschoo-ში. არასოდეს ყოფილა მათემატიკა ასეთი საინტერესო პატარებისთვის, როგორც ჩვენთან, Gmschoo-ში. მეცადინეობები ტარდება არაერთ კერძო სკოლაში აპრობირებული ინოვაციური მეთოდებით, რომლებიც მათემატიკური ოლიმპიადა "ევერესტის" დამფუძნებლის, დაჩი ნანობაშვილის მიერ არის შედგენილი და სასწავლო პროცესსაც თავად უძღვება.
ჩვენი მიზანია არა მხოლოდ შევაყვაროთ და სიღრმისეულად შევასწავლოთ მოსწავლეს მათემატიკა, არამედ მოზარდებში განვავითაროთ ლოგიკური მსჯელობისა და საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დასაბუთების უნარები, ასევე შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნება.
საშაბათო სკოლაში გამოყენებული მეთოდები ბავშვებს სხვადასხვა უნარს უვითარებს.
მაგალითად: წყვილებში და ჯგუფში მუშაობა.
სასწავლო პროცესის ფორმირების ორგანიზებაში აღსანიშნავია წყვილებში და ჯგუფში მუშაობა. სტანდარტული გაკვეთილის დროს, ძირითადად, აქტიურობენ ძლიერი მოსწავლეები.
თანამშრომლობითი პედაგოგიკა კი გვთავაზობს სხვაგვარ სწავლებას. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ერთობლივი სწავლა არამარტო იოლი და საინტერესოა, არამედ ეფექტიანიცაა.
წყვილებში და ჯგუფებში მუშაობა:
ქმნის ინტელექტუალური დაძაბულობისა და ემოციური დამუხტვის ველს.
მოსწავლეებს სძენს ქცევის გამოცდილებას.
ავითარებს თანამშრომლობისა და მოსმენის უნარ–ჩვევებს.
ავითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას.
თანამედროვე მიდგომები განათლებასა და ფსიქოლოგიაში ცდილობენ თამაშისა და სიამოვნების ფენომენი სწავლის პროცესს დაუკავშირონ. სწორედ ამიტომ გვაქვს მათემატიკასა და ლოგიკას შორის ხელოვნების საათი ჩასმული, რაც ბავშვებს განტვირთვასა და წვრილი მოტორიკის განვითარებაში ეხმარება.
მოზარდების სწორ განვითარებაზე ჩვენი ახალგაზრდა და სანდომიანი ფსიქოლოგი, გიორგი მემანიშვილი, ზრუნავს.
ყურადღება, მეხსიერება, აღქმა არის სწორედ ის გზები, რომლის მეშვეობითაც ყოველმა ახალმა ინფორმაციამ უნდა შეაღწიოს ბავშვის ცნობიერებაში. სწორედ ამ უნარების გავარჯიშება არის ფსიქოლოგიის საათის ერთერთი მთავარი მიზანი Gmschool-ში.
Gmschool-ის საშაბათო სკოლაში 3-საათიანი სწორად გაწერილი სასწავლო გეგმა საგნების სიღრმისეულ და საფუძვლიან სწავლებას უზრუნველყოფს, ისე რომ პროცესი სახალისო და საინტერესო იყოს მოსწავლისთვის.
(Gmschool-ისა საშაბათო სკოლის მოსწავლეები)
ჩვენი სკოლა უზრუნველყოფს:
ცოდნაზე ორიენტირებული სასწავლო გეგმით – საგნების სიღრმისეული შესწავლას. შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნების განვითარებას სწორი ანალიზისა და ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე, აზრის არგუმენტირებულად გადმოცემის უნარის გამომუშავებას.
რაც შეეხება მოსწავლეთა მშობლებს, მათ შეუძლიათ აქტიურად იყვნენ ჩართული სასწავლო პროცესებში, მიიღონ ინფორმაცია ბავშვების განვითარების შესახებ, ასევე ინდივიდუალური კონსულტაციები ფსიქოლოგისგან.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს:
fb: gmschool.ge
ან დაგვიკავშირდით: 577687531
R