ახალშობილისთვის საუკეთესო საკვები დედის რძეა. ამაში დღეს ეჭვი არარავის ეპარება. მოზრდილ ბავშვს კი აუცილებლად ესაჭიროება დამატებითი კვება. მზარდ ორგანიზმს მხოლოდ დედის რძით ვერ გამოკვებავთ. შეიძლება დედის რძის დეფიციტი ადაპტირებული რძის ხელოვნური ნარევით შეუვსოთ. ეს საუკეთესო საშუალებაა ბავშვის იმუნური სისტემისა და კუჭ-ნაწლავის სისტემის გასავითარებლად. დამატებითი საკვები მიცემა პატარას ნახევარი ჩაის კოვზით უნდა დააწყებინოთ. ყურადღებით დააკვირდით მის რეაქციას. ყოველი ახალი პროდუქტი მიეცით წინა პროდუქტის წარმატებით შეთვისებიდან 7-10 დღის შემდეგ. თანამედროვე სპეციალისტები ბავშვისთვის დამატებითი საკვების მიცემას 6 თვიდან გვირჩევენ. დამატებითი საკვების ცხრილი
ბოსტნეული
პირველი დამატებითი კვებისთვის საუკეთესო ვარიანტია ბოსტნეულის პიურე. ეს შეიძლება იყოს ყაბაყი ან ყვავილოვანი კომბოსტო. ისინი ადვილად შეთვისებად პროდუქტებს მიეკუთვნებიან და არ იწვევენ ალერგიას. ბოსტნეული შეგიძლიათ ორთქლზე მოხარშოთ და დააბლენდეროთ. დამატებითი კვება უნდა მისცეთ ბავშვს ნელ-ნელა და გაუზარდოთ 150-170 გრამამდე. დამატებითმა საკვებმა შეიძლება ძირითადი კვება შეცვალოს.
ბრინჯი
თხელი ბრინჯის ფაფა გაქნილი ერთგვაროვან მასად საუკეთესო ვარიანტია 6 თვის ბავშვისთვის პირველი დამატებითი საკვების მისაცემად. ამასთანავე, ის სასარგებლოა საჭმლის მოსანელებელი ორგანოებისთვის და თანაც ნოყიერია. ბავშვის პირველი ულუფა ჩაის კოვზის 1/2-ს უნდა შეადგენდეს. მისი გაზრდა 150 გრამამდე შეგიძლიათ. უკვე წლამდე ასაკის ბავშვისთვის _ 200 გრამამდე.
7 თვე
კარტოფილი და სტაფილო
მონოკომპონენტების პიურე შეგიძლიათ ორი ინგრედიანტით შეცვალოთ. სტაფილოსა და კარტოფილის პიურე თქვენს პატარას ენერგიით აავსებს. ულუფა ნელ-ნელა გაზარდეთ 100-150 გრამამდე. ყურადღებით დააკვირდით ბავშვის ორგანიზმის რეაქციას.
ფაფა
სასარგებლო ფაფა ბავშვის რაციონს გაამრავალფეროვნებს. პედიატრები ბავშვებისთვის არაგლუტენური ფაფების სამეულს გვთავაზობენ: ბრინჯი, წიწიბურა და სიმინდის ფქვილი. ბრინჯის ფაფა პატარისთვის უკვე ნაცნობია ახლა წიწიბურა გაასინჯეთ, შემდეგ _ სიმინდის ფქვილის ფაფა. 3-4 კვირის განმავლობაში მან ბავშვის ძირითადი კვება უნდა ჩაანაცვლოს. ულუფის დოზაა: 150-170 გრამი.
ხორცის პიურე
ხბოს, ქათმის ან ინდაურის ხორცის პიურე საუკეთესო დანამატი იქნება ბავშვისთვის ბოსტნეულისა და ფაფების პარალელურად. თავდაპირველად ჩაის კოვზის მეოთხედი შესთავაზეთ. თანაც, უკვე ნაცნობ კერძებში დაუმატეთ. თანდათანობით ხორციანი კერძის პორცია 50 გრამამდე გაზარდეთ. თუმცა, პორციის სწრაფ გაზრდას ნუ იჩქარებთ.
11 თვე
უმი ხილი
ამ პერიოდში პატარას უმი ხილი გაასინჯეთ. თავდაპირველად _ ვაშლი და მსხალი. უპირატესობა თქვენი რეგიონისთვის დამახასიათებელ ხილს მიანიჭეთ და არა ეგზოტიკურს. პატარას ხილი ან დაუბლენდერეთ ან გაუხეხეთ. თუ უკვე კიჭები ამოუვიდა, ხილის პატარა ნაჭერიც შესთავაზეთ.