მოგითხრობთ 5 ყველაზე საშიშ დაავადებაზე ორსულობის დროს
ორსულობა დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ქალს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემები ხომ ავტომატურად უკავშირდება მომავალ ბავშვს. მოგითხრობთ 5 ყველაზე საშიშ დაავადებაზე ორსულობის დროს.
ზიკას ვირუსი
თანამედროვე მსოფლიო შეძრა ინფორმაციამ ზიკას ვირუსზე, რომელიც საშიშია როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის.
ამ დაავადების გადამტანები არიან კოღოები, რომელთა კბენის შემდეგაც ავადმყოფს აქვს კლასიკური ვირუსული ინფექციის ნიშნები: მაღალი ტემპერატურა, თვალის ბუდეების ტკივილი, ზოგჯერ გამონაყარი. ძირითად დარტყმას იღებს ნაყოფი. აღმოჩნდა, რომ ზიკას ვირუსი იწვევს მიკროცეფალიას და თავის ტვინის განვითარების გამოხატულ დარღვევებს. ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინა ჯერ არ არსებობს, ამიტომ ამ ეტაპზე ორსულებისთვის არ არის რეკომენდებული იმ ქვეყნების ვიზიტი, სადაც მძვინვარებს ეპიდემია.
ტოქსოპლაზმოზი
ტოქსოპლაზმოზით დაავადების რისკი აქვთ მათ, ვისაც სახლში ჰყავს კატა ან მოიხმარს თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ ხორცს. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში ორსული ვერც კი ხვდება, რომ დაინფიცირებულია. არასასიამოვნო სიმპტომები თავს იჩენს მოგვიანებით - ძირითადად სუსტი იმუნიტეტის მქონე ორსულებში. დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ, სამაგიეროდ ზიანდება ნაყოფი. ბავშვები იბადებიან პათოლოგიებით: თავისა და ზურგის ტვინის ანომალიებით, მხედველობისა და სმენის დაქვეითებით, მომავალში გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვით ან იღუპებიან მუცლადყოფნის დროს.
წითურა
საშიში ინფექციაა განვითარებადი ნაყოფისთვის. ორსულობის დაგეგმარების დროს გინეკოლოგი ვალდებულია ანალიზის საფუძველზე დაადგინოს, აქვს თუ არა იმუნიტეტი მომავალ დედას ამ ინფექციაზე. თუ არ აქვს, მაშინ რეკომენდაციას აძლევს გადადოს ორსულობა 6 თვით და ჩაიტაროს ვაქცინაცია. ასეთი გზით თავიდან ავიცილებთ არასასურველ შედეგებს: ძლოვანი სისტემის პრობლემებს, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გადიდებას, თავისა და ზურგის ტვინის ანთებას, კატარაქტას ან გლაუკომას, სმენის დაქვეითებას, მიკროცეფალიას, შაქრიან დიაბეტს.
ქლამიდიოზი
ქლამიდია ქალის ორგანიზმში ხვდება სქესობრივი გზით. მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ამიტომ ქალი შეიძლება უკვე დაინფიცირებული დაორსულდეს. ამ დროს კი ნაყოფი ზიანდება. ასეთი ბავშვები იბადებიან დღენაკლულები, პატარა წონით და დაბალი იმუნიტეტით. სამშობიარო გზების გავლის შემდეგ ხდება ახალშობილის სასუნთქი გზების დაინფიცირდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პნევმონიის მძიმე ფორმის განვითარება. ზიანდება საჭმლის მომნელებელი და შარდ-სასქესო სისტემა. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი გართულებები, ჩასახვამდე საჭიროა ანალიზის გაკეთება ქლამიდიაზე. გამოკვლეული უნდა იქნას როგორც ქალი, ასევე მისი პარტნიორი.
ჰერპესი
ჰერპესი ძალიან გავრცელებულია მთელს მსოფლიოში. მას შემდეგ რაც ვირუსი მოხვდება ადამიანის ორგანიზმში, იგი იქ რჩება მთელი ცხოვრება. ამის გამო ინფექცია "ცხოვრობს" დედამიწის მოსახლეობის თითქმის ყოველი მეორის ორგანიზმში. თუ ორსულს მშობიარობამდე 1 თვით ადრე გამოუვლინდა დავადება, ექიმები რეკომენდაციას აძლევენ ორსულს საკეისრო კვეთაზე, რათა ბავშვი არ დაინფიცირდეს სამშობიარო გზების გავლისას.
იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი შვილი, აუცილებელია ე.წ "ოჯახის დაგეგმვა". ექიმთან დროული ვიზიტი, დაოსრულებამდე ყველა საჭირო ანალიზის და გამოკვლევის ჩატარება დაგიცავთ თქვნც და თქვენს მომავალ შვილსაც.