ისინი ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ უმდიდრესი შეიხების ცოლები გახდებოდნენ... ყველამ კარგად ვიცით, რომ აღმოსავლეთის შეიხების ცოლები ფუფუნებაში ცხოვრობენ, აცვიათ უძვირფასესი სამოსი, დადიან უძვირფასესი მანქანებით და ა.შ., მაგრამ საინტერესოა, როგორ მივიდნენ ისინი ასეთ ცხოვრებამდე.
1. ყოფილი ოფიციანტი, პრინცესა ნატალია ალიევა
ფიზიკური აკადემიის სტუდენტი, ბელარუსი ნატალია არაბი პრინცის ცოლი გაცნობიდან სულ რაღაც ექვს დღეში გახდა. დუბაის მმართველის ძმიშვილი, პოლიტიკოსი და სპორტსმენი, მილიარდერი პრინცი საიდ ალ მაკტუმი მინსკში სპორტულ შეჯიბრებებზე ჩავიდა, თუმცა ამ ქალაქიდან არა მარტო საპატიო საპრიზო ადგილით, არამედ მეორე ცოლთან ერათად გაემგზავრა.
ნატალიამ მიიღო ისლამი და გახდა პრინცესა.
2. ინჟინერი პრინცესა ლალა სალმა
მეფე მუჰამედ მეექვსის პირველი ცოლი მაროკოში, უბრალო ოჯახში დაიბადა.
გოგონა ინჟინრობას სწავლობდა და მაროკოს ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში მუშაობდა. მომავალი მეუღლე 1999 წელს ერთ-ერთ კერძო წვეულებაზე გაიცნო და სამი წლის შემდეგ მისი ცოლიც გახდა.
სახელმწიფო კანონის თანახმად ლალა ვერ გახდება ქვეყნის დედოფალი, თუმცა ის ოფიციალური პირველი ლედი და პრინცესა გახლავთ.
ლალა ეწევა ქველმოქმედებას და ზრდის შვილებს.
3. დედოფალი რანია ალ აბდულა
რანია ქუვეითში, პედიატრების ოჯახში დაიბადა. სწავლობდა კაიროს ამერიკულ უნვერსიტეტში. 90-იანი წლების დასაწყისში გადავიდა იორდანიაში. აქ გაიცნო იორდანიის პრინცი. წყვილი გაცნობიდან 4 თვის თავზე შეუღლდა. 1999 წელს რანიას ქმარი მეფედ გამოაცხადეს, რანია კი - დედოფლად.
რანია ქმართან და 4 შვილთან ერთად სასახლეში ცხოვრობს, ეწევა ქველმოქმედებას და ზრდის შვილებს. ასევე ჩართულია პოლიტიკაში, ცდილობს დაიცვას ქალთა უფლებები. რაც შეეხება ჩაცმის სტილს, უპირატესობას ევროპულ სამოსს ანიჭებს და ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან და ელეგანტურ დედოფლად ითვლება მახლობელ აღმოსავლეთში.
4. ახლო აღმოსავლეთის რუხი კარდინალი მოზა ბინტ ნასერ ალ მისნედი
კატარის ემირის სამიდან მეორე ცოლი კატარში დაიბადა. 18 წლამდე ოჯახთან ერთად ეგვიპტეში ცხოვრობდა. სამშობლოში იმისთვის დაბრუნდა, რათა ცოლად გაყოლოდა კატარის მემკვიდრეს. 37 წლის ასაკში მოზას 5 ვაჟი და 2 ქალიშვილი ჰყავდა. ასევე მიაღწია აღმოსავლეთისთვის საოცარ რამეს, მიიღო სახელმწიფო თანამდებობები, გახდა კატარის განათლების ფონდის თავმჯდომარე, ოჯახური საკიტხების უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტი, განათლების საბჭოს ვიცე პრეზიდენტი, იუნესკოს ელჩი.
5. დედოფალი გამოცანა ფატიმა კულსუმ ზოარ კოდაბარი.
საუდის არაბეთის დედოფლის შესახებ არავინ არაფერს წერს და საუბრობს. ფატიმა საზოგადოების განსჯის საგანი მხოლოდ ერთხელ გახდა, როდესაც ინტერნეტით მისი ფოტოები გავრცელდა.
ფატიმა თავსაბურით დადის და უპირატესობას აღმოსავლური სამოსს ანიჭებს. არ ერევა პოლიტიკაში, ცნობილია მხოლოდ მისი გატაცება ინტერნეტით.