საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია სალათ ოლივიეს გარეშე. ამ კერძის მომზადება ერთი შეხედვით ძალიან მარტივია, თუმცა, არსებობს ნიუანსები, რომელთა გათვალისწინების გარეშეც ის ისეთი გემრიელიც ვერ გამოვა და შესაძლოა, მავნებელიც კი გახდეს.
გთავაზობთ ცნობილი შეფ-მზარეულების რჩევებს, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ ამ ტრადიციული სალათის მომზადებისას.
ნუ შეკმაზავთ სალათს მხოლოდ მაიონეზით. რა თქმა უნდა, მოსახერხებელია, გამზადებული მაიონეზით კერძის შეზავება, მაგრამ ამის გამო სალათა მძიმე და ზედმეტად ნოყიერი გამოვა. უკეთესი იქნება, თუკი მაიონეზს არაჟნით ან ნაღებით გაანეიტრალებთ.ასე მომზადებული სალათა ბევრად სასარგებლოა და თამამად შეგიძლიათ აჭამოთ ბავშვებსაც.
თუკი რესტორნის დონის ოლივიეზე გაქვთ პრეტენზია, აჯობებს სალათა შინ მომზადებული მაიონეზით შეაზავოთ: ის შესანიშნავად ინახება 2-3 დღე, ასე რომ, შეგიძლიათ სოუსი წინასწარ გააკეთოთ.
სოუსით შენელება კი უმჯობესია უშუალოდ სუფრასთან მიტანის წინ.
არ არ დაჭრათ ცხელი, თბილი ან ძალიან ცივი (მაცივრიდან გადმოღებული) ბოსტნეული - ასე სალათის გემოს გააფუჭებთ. ყველა ინგრედიენტი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.
სხვადასხვა ზომებად დაჭრილი ბოსტნეული.
ოლივიესთვის ბოსტნეული დაახლოებით ბარდის მარცვლების ზომის უნდა იყოს, მასზე ბევრად დიდი - არა. ერთ ზომაზე დაჭრილი ბოსტნეული სალათს ჰარმონიულად შეუთავსებთ გემოებს და კიდევ უფრო გააგემრიელებს.
ტრადიციისგან გადახვევა - შეცდომა არაა. ექსპერიმენტების ჩატარება თავისუფლად შეგიძლიათ. მაგალითად, როგორც წესი, ოლივიესთვის ყველაფერი კუბებად იჭრება, მაგრამ შეგიძლიათ ტრადიცია დაარღვიოთ და ბოსტნეული გრძელ და თხელ ზოლებად დაჭრათ. ასეთი წესით მომზადებული სალათი გემოს გარდა ფორმითაც მიიქცევს ყურადღებას.
ბევრი კარტოფილი ოლივიეს არ სჭირდება.
მიჩნეულია, რომ ოლივიეში იმდენი საშუალო ზომის კარტოფილი და კვერცხი უნდა იყოს, რამდენ ადამიანზეც არის გათვალისწინებული. კვერცხის გულს ყველა არ უმატებს, უფრო მოხარშული ცილით ანელებენ და ასე სალათი უფრო ჰაეროვანია. და კიდევ, არ დაგავიწყდეთ კამა - ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი.