21-მა ქართველმა შიშველი ხელებით გადაწყვიტა სირიის მოქალაქეების დახმარება სირიის ქალაქ ალეპოში მიმიდნარე მოვლენებით შეძრულია სრულიად სამყარო, მაგრამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, როგორც ირკვევა, არავინ და არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ ჩქარობს.
სრულიად ჩვეულებრივმა, სიკეთით სავსე 21-მა ქართველმა კი შიშველი ხელებით გადაწყვიტა სირიის მოქალაქეების დახმარება და სახელმწიფოს მოუწოდებენ, ხელი შეუწყონ ამ კეთილი საქმის სისრულეში მოყვანაში.
აკა სინჯიკაშვილის სიკეთეს რომ საზღვარი არ აქვს, ამას მისი ყოველდღიური ცხოვრება მოწმობს, მაგრამ ამავდროულად ამ ბიჭს საოცარი გამბედაობა ჰქონია. სწორედ მან გააჟღერა სირიაში წასვლის იდეა. გთავაზობთ მის ფეისბუქ-სტატუსს:
ასევე იხილეთ: სანამ მსოფლიო დუმს - დახოცილი და დასახიჩრებული ბავშვები სირიაში
„დაუფიქრებლად, გაუაზრებლად, მოუმზადებლად უსაფუძვლოდ და სულელურად არ ვამბობ!
სახელმწიფო თუკი გადაწყვეტს, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა ჩაერთოს ამ საშინელებაში და ნებას დაგვრთავს, 20 მედიცინაში გამოცდილი ადამიანი არსებობს, ვინც ჩემთან ერთად ალეპოში წავა და დახმარებას გაუწევს ამ გამწარებულ ხალხს. ამ 21-იდან 12 ნაომარიც ვართ და გამოცდილებიც. თუ ვინმეს შეგიძლიათ, მოგვეცით უფლება. თავის მოსაწონებლად და უთავოდ არ ვამბობთ, დარწმუნებულები ვართ ყველა! ფიზიკურადაც და მორალურადაც მზად ვართ! დიდხანს ვილაპარაკეთ და არც ერთი არ გადავთქვამთ! ყველას მაგივრად გვრცხვენია, ვინც ამ სიდამპლეში მონაწილეობა მიიღო. გვითხარით და მეორე დღესვე მზად ვიქნებით! თხოვნაა ეს! ჩვენი, 21 ადამიანის თხოვნა!“
თეკლა ჟვანია