ეს საუკეთესო ვარიანტია იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ალერგია არა აქვს ცნობილია, რომ ბავშვს იმუნიტეტის ასამაღლებლად და ავადმყოფობისგან გამოსაჯანმრთელებლად წამლებთან ერთად ხალხური საშუალებებიც სჭირდება. ეს საუკეთესო ვარიანტია იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ალერგია არა აქვს და პედიატრმა დაგრთოთ ნება.
ამერიკელმა პედიატრმა, სამედიცინო მეცნიერების დოქტორმა ტანია ალტმანმა ბავშვის იმუნიტეტისთვის 5 აუცილებელი პროდუქტი დაასახელა.
მსხლის ან ქლიავის წვენი
კურნავს: შეკრულობას
შავი ქლიავი ან ქლიავის წვენი უფროსებისთვის საუკეთესო საშუალებაა შეკრულობასთან საბრძოლველად. თუმცა, არც ბავშვებია არიან გამონაკლისები. ნატურალური მსხლის ან ქლიავის წვენი წამლებზე არანაკლები ეფექტით ებრძვის ამ პრობლემას.
სოდა
კურნავს: ქავილს, მწერების ნაკბენს
საჭმელი სოდა დაგეხმარებათ ბავშვის ნაზ კანს მოუხსნათ დაუამოთ ქავილი. ექიმი ტანია ალტმანი გვირჩევს, ბავშვს მოვუმზადოთ თბილი აბაზანა რამდენიმე ჩაის კოვზი სოდით, რათა პატარას მწერის ნაკბენის უსიამოვნო სიმპტომი მოვუხსნათ.
თაფლი
კურნავს: ხველებას
საუკეთესო საშუალებაა ყელის ტკივილისა და ხველების დროს. მარტივად გამოგაჯანმრთელებთ უფროსს გაცივებისგან და პატარასაც, რომლებიც სიამოვნებით სვამენ ამ ტკბილ და ნატურალურ წამალს. თუმცა, პედიატრები გვაფრთხილებენ რომ თაფლი ძლიერი ალერგიული პროდუქტია და მას პედიატრის ნებართვის გარეშე ბავშვს ნუ მისცემთ.
ჯანჯაფილი
კურნავს: გულისრევის შეგრძნებას
ჯანჯაფილის ჩაი ან კანფეტები საუკეთესო საშუალებაა მგზავრობის დროს გამოწვეული გულისრევის შეგრძნების დასამარცხებლად. მთავარია, ჯანჯაფილი იყოს ნატურალური და არა არომატიზატორი.
მარილის ხსნარი
კურნავს: გაცივებას
ჩვეულებრივი მარილის ფიზიოლოგიური ხსნარი _ საუკეთესო საშუალებაა ცხვირის გამოსარეცხად. ის დაგეხმარებათ ბავშვს მოაშოროთ ლორწო ცხვირიდან, ალერგია, ანთებითი პროცესი და რაც მთავარია, მოდურ წამლებზე არანაკლები ეფექტით.