"არ დანებდეთ, ხალხო, და ცა და მიწა შესძარით, რომ ეს კლინიკა დაიხუროს!" 2 წლისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილი, რომელსაც მეოთხე სტადიის მედულობლასტომა (ავთვისებიანი, სწრაფმზარდი სიმსივნე) დაუდგინდა, უკვე თურქეთში იმყოფება. იგი შესაბამის მკურნალობას კლინიკა "მედიკალ პარკში" გაივლის. როგორც ცნობილია, ყველა ხარჯს "სოლიდარობის ფონდი" დაფარავს. მანამდე ანასტასია ზაალიშვილს იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ბავშვის მშობლები და ახლობლები ამბობენ, მისი მდგომარეობა სწორედ ოპერაციის შემდეგ დამძიმდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს ანასტასიას ბებია თინათინ ჯავახიშვილი.
"გამარჯობა, მე ვარ ანასტასიას ბებია. პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველას, უკლებლივ. თქვენ რომ არა და თქვენი თანადგომა, ანასტასია ყველაფერს ფატალური შედეგით დაამთავრებდა. იმის წარმოდგენაც კი მზარავს, რომ არ გადმოეყვანათ ბავშვი, ამას რა შედეგი მოყვებოდა. "მედიკალ პარკის" ექიმები გაოცებულები და შეშფოთებულები არიან საქართველოს ექიმების ნამოქმედარით. ბავშვს არასწორად ჰქონდა გაკეთებული დრენაჟი და მთელი თავი ლიქოლის სითხით იყო გაჟღენთილი. ღმერთს მადლობა, რომ დროულად, თქვენი დახმარებით ბავშვი სასწაულებრივად არის გადარჩენილი. არ დანებდეთ, ხალხო, და ცა და მიწა შესძარით, რომ ეს კლინიკა დაიხუროს.
იაშვილის საავადმყოფოს ექიმი: "თავდახრილები დავდივართ... თვალს ვარიდებთ ერთმანეთს"
წაიკითხეთ ასევე: მას აღარ აქვს კულულები. აღარ იღიმის. აღარ დარბის...