საქართველოში საათში ერთხელ ერთი ახალი ონკოპაცენტი ჩნდება ჩვენს გვერდით ყოველდღიურად უფროდაუფრო მეტ ადამიანს უსვამენ სიმსივნის დიაგნოზს. რაც არ უნდა გვაიმედონ ექიმებმა, რომ სიმსივნე განაჩენი არ არის, ფაქტია, რომ ამ დაავადებას ათასობით ადამიანი ეწირება.
რა არის ამ დაავადების ასეთი კატასტროფული მატების მიზეზი ჩვენთან? რატომ არის ეს დიაგნოზი განვითარებადი ქვეყნების "განაჩენი", ხომ არ არის ამაში დამნაშავე უცარისხო სამედიცინო სისტემა, რას გულისხმობენ ექიმები, როცა ამბობენ, რომ კიბოს განკურნება შესაძლებელია და რომ სიმსივნე აღარ არის განაჩენი.
კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე, ონკოლოგიის დარგში, მაკა მაღლაკელიძე:
"მსოფლიოში ავთვისებიანი სიმსივნეების ზრდის ტენდენცია შეინიშნება როგორც განვითარებადი, ასევე განვითარებული სამყაროსთვის. თუმცა შემთხვევათა ორი მესამედი მაინც განვითარებად ქვეყნებზე მოდის. მათ შორისაა საქართველო, სადაც ყოველწლიურად ათი ათასი ახალი ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზს სვავენ. მარტივი არითმეტიკით ეს იმას ნიშნნავს, რომ საათში ერთხელ, ერთი ახალიშემთხვევა ფიქსირდება და უფროო მეტიც.... სტატისტიკა შემაშფოთებელია!!! ხუთი -ექვსი წლის წინ ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3000 ერთეულით დაბალი იყოო. არაფრით განვსხვავდებით მეზობელი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან
რატომ ეწირება ჩვენთან ამდენი ადამიანი?
უფრო საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ ციფრების უკან მესამე, მეოთხე სტადიის პაციენტები დგან. მათი სიცოცხის ხანგრძლივობა ძალიან მცირეა და უმეტეს შემთხვევაში ფატალური შედეგით სრულდება. განვითრებულ ქვეყნებში იზრდება სიმსივნის შემთხვევები, მაგრამ მცირდება ამ დავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც დავადების საწყის ეტაპზე გამოვლენას და დროულ, სწორ მკურნალობას უკავშირდება. საქართველოში კი იზრდება დავადებულთა რაოდენობა და პარალელურად სიკვდილიანობაც!!! მიუხედავად იმისა რომ ქვეყანაში მართლაც არსებობს ძლიერი ონკოლოგიური სკოლა და უახლესი თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ონკოლოგიური კაბინეტები. მაღალი
სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი დაგვიანებული დიაგნოზია.
რატომ ვერ "აღწევენ"" ონკოლოგებთან პაციენტები დაავადების ადრეულ სტადიაში?
ქვეყანაში არესებული ცუდი სოციალური ფონის გარდა, ამის მიზეზად მოქალაქეებში საკუთარი ჯანმრთელობისადმი იფანტილური დამოკიდებულება სახელდება. აღიარებენ ექიმების "შეცდომებსაც"" . " ადრეულ სტადიაში სავარაუდოდ ექიმს გამოეპარა""- ხშირად გვესმის ეს ფრაზა... "ონკოლოგიურიი სიფხიზლე" - ეს არის ის, რისკენაც ნებისმიერ ექიმს, ნებისმიერი მიმართულების სპეციალისტს უნდა მოვუწოდოთ. ხშირად დავადება იწყება სიმსივნისთვის არა დამახასიათებელი სიმპტომებით და როდესაც ექიმები პაციენტებს თვეობით, უშედეგოდ მკურნალობენ ხან რა და ხან რა დაავადებაზე, მერე ისინი ონკოლოგების დაგვიანებული პაციენტები ხდებიან. ექიმმა უნდა მიუთითოს ღრმა და საფუძვლიან კვლევებისკენ, დროულად გადაამისამართონ ისინი შესაბამის ისტანციებში და როცა ჩაუტარადებათ კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონასული კვლევები, აღარ დაგვხვდება ასე შორს წასული ავთვისებიანი დაავადება"
ჩერნობილის გვიანდელი შედეგები
საქრთველოში ავთვისებიან სიმსივნეებში კვლავ პირველ ადგილზეა ქალთა პოპულაციაში- ძუძუს კიბო, ( წელიწადში 1500-2000 ამდე შემთხვევა) ქალთა რეპროდუქციული ორგანოებისს, საშვილოსნოს ყელის, საკვერცხეების , ტანის, კანის სიმსივნეები. მამაკაცებში ფილტვის სიმსივნე... მეორე ადგილს იკავებს კოლორექტული სიმსივნეები: პროსტატა, კუჭის სიმსივნე...მედიკოსების გასაკვირად 2015 წლიდან , როგორც ქალის, ასევე მამაკაცის პოპულაციაში წამოიწია და პირველ ხუთეულში შევიდა ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე... როგორც ონკოლოგები აღნიშნავაენ, ჩასატარებელია ეპიდემიოლოგიური კვლევები, რომელიც დაადგენს კორელაციას, ხომ არ არის ეს დაკავშირებული ჩერნობილის აფეთქების გვიანდელ შედეგებთან და კიდევ სხავა გარეშემო სპეციფიკურ ფაქტორებთან."
წაიკითხეთ ასევე: ქართველი ონკოლოგების საგანგებო განცხადება: "მდგომარეობა საგანგაშოა"
***
სახელმწიფო ყოველწლიურად სოლიდურ თანხას ხარჯავ ოკოპაციენტებზე. არსებობს უფასო სკრინინგისა და დიაგნოსტიკის პროგრამები და მაინც ეს ყველაფერი არ არ საკმარისი... მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: რიგითი ჩვენთაგანი, როცა ცუდად გრძნობს თავს, ეწერება თერაპევტთან, კარგად რეკლამირებულ და მოწესრიგებულ ამბულატორიაში ჩაწერა წინასწარაა და თითეულ პაციენტზე მაქსიმუმ 15 წუთია გამოყოფილი... გადაქანცული ექიმი ახერხებს პაციენტთან მისალმებას, ანკეტის შევსებას და რომელიმე ანტიბიოტიკის ან ვიტამინის გამოწერას, ან გვერდზე კაბინეტში "რაღაცის"" გადასაღებად შეგზავნას. სურათის პასუხის შესატყობინებლად, თქვენს ექიმთან, ხანდახან ტელეფონზე დარეკვაც საკმარისია... ვაბარებთ ანალიზს და ყველა ლაბორატორიას სხვადასხავა შედეგი აქვს...მითია ის, რომ სიმსივნის შემთხვევაში აუცილებალდ ანალიზის პასუხები უნდა "აირიოს" . ანალიზის შედეგები ხანდახან,თავიდანვე არ მიგვანიშნებს ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე საშიშ ცვლილებებზე .
წელიწადში ონკოდაავადებით 5000 პაციენტი იღუპება. 2025 წლისთვის ეს დიაგნოზი სიკვდილის მიზეზებს შორის პირვეკლ ადგილზე იქნება საქართველოში. ამიტომ მეტი ჯანმრთელი ცხოვრების წესი!!! მეტი ონკო სიფხიზლე, მეტი ყურადღება სკრინიგის პროგრამებისადმი და ოპტიმიზმი... რომ ოდესმე ს რ უ ლ ა დ დამარცხდება ავთვისებიანი სიმსივნე.
და რაც მთავარია, მეტი პროფესიონალიზმი, მეტი დაკვირვების უნარი და მეტი დრო კერძო კლინიკებისა თუ ამბულატორის ექიმეებს პაციენტების მისაღებად. სწორედ მათი , სამედიცინო პირველი რგოლის სიფხიზლე, ჩვენი სიცოცხლის გარანტია.
ესმა ლემონჯავა
წაიკითხეთ ასევე: კიბოს 5 ნიშანი, რომელიც არ შეიძლება უყურადღებოდ დატოვოთ