"უთავმოყვარეო მონური ფსიქოლოგიის ღრუზინკა ქალები" - რატომ აპატიეს ცოლებმა ღალატი თენგოს და ბაქარს? - მშობლები

"უთავმოყვარეო მონური ფსიქოლოგიის ღრუზინკა ქალები" - რატომ აპატიეს ცოლებმა ღალატი თენგოს და ბაქარს?

2016-12-31 06:55:06+04:00

და რა გამოხმაურება მოჰყვა ამას სოციალურ ქსელში სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" გუშინდელ სერიას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყა სოციალურ ქსელში. უფრო სწორად, ღალატის ფაქტს, რომელსაც მიეძღვნა ეს სერია და პატიებას, რომელიც მოჰყვა ღალატს.

ახალი მილიონერები თენგო და ბაქარი "ნაშებთან" ერთად გაძვრნენ უიქენდზე და ცოლებს დაუბარეს, რომ კონფერენციაზე მიდიოდნენ. თუმცა თენგოს ტელეფონი დარჩა სახლში და ცოლმა სასიყვარულო მესიჯები აღმოაჩინა... ამ ყველაფერს მოჰყვა დიდი სკანდალი და ბევრისთვის სრულიად ჩვეულებრივი ამბავი - პატიება და შერიგება. სწორედ ამ უკანასკნელმა გააღიზიანა მაყურებლების დიდი ნაწილი, რომლებმაც გაკიცხეს ბიზნესმენების ცოლებო მონური ფსიქოლოგიის გამო. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

"უთავმოყვარეო მონური ფსიქოლოგიის ღრუზინკა ქალები"

"აპატიეს იმიტომ, რომ....... აწყობს ერთს და მეორეს.....

ამ "აწყობს" შეიძლება დაარქვა სახლი, ოჯახი, ფული, სიყვარული, სისუსტე..... ყველას აქვს თავისი მიზეზი....

რაც მთავარია, პატიებას უნდა მოყვეს ცვლილება! ერთი - თამუნა, ტელევიზორის და ბორშის გარდა არაფერი ახსოვს..... მეორე კი იცვლის აბრეშუმის ხალათს ყოველ საღამოს და ელოდება ბოჩოლასავით ამ თავგასიებულს...... ყრდელის დედოფალმა ისწავლა ერთი-ორი რამ..."

"ესეა, როცა სხვის ხარჯზე ცხოვრობ, აპატიებ, კიდევ ბევრჯერ აპატიებ, ცხოვრების თავიდან დაწყების ტ...-ი როცა არ გექნება და იქნები მთელი ცხოვრება შენი ქმრის აქსესუარი".

"ეს სიტუაცია სრულიად აღწერს ძალიან ბევრის ოჯახურ მდგომარეობას... იმას, რომ ცოლი უბრალოდ მონაა და ქმარს ყველაფერი ეპატიება... და ამ დროს პირიქით რომ მომხდარიყო, ალბათ დაალეწავდნენ თავ-პირს".

"უმეტესობა რომ წერს, ფუუ როგორ აპატიეს, ეს სულელებიო, ჯერ გათხოვდით, მერე სხვანაირად აჭიკჭიკდებით".

"რამდენია ასეთი ბანძი ქალი. კაცები უარესები. აბა პირიქით მომხდარიყო, დაუნაყავდნენ ცხვირ-პირს".