თუ სეირნობის დროს ბავშვს დააწყებინა მშრალი ხველა, ეს ძალიან კარგია ზოგადად, სუფთა ჰაერზე სეირნობა პრაქტიკულად უნივერსალური რამაა, რასაც ბავშვს მის სასიკეთოდ უკეთებთ. თუმცა სეირნობასაც აქვს რამდენიმე უკუჩვენება.
უკუნაჩვენებია სეირნობა, როდესაც ინფექციური დაავადების მწვავე პერიოდია, როდესაც ბავშვს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, სისუსტე და ტკივილი. ასევე, როდესაც აუცილებელია მკაცრი წოლითი რეჟიმი (დიფტერია). სეირნობა არ შეიძლება, როდესაც დაავადება გადამდებია.
სუფთა ჰაერი მალე გამოჯანმრთელების საწინდარია და ეს ფაქტორი აქტუალურია სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს. ამიტომ სეირნობა აუცილებელია, თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ სეირნობისას მნიშვნელოვანია არა მოძრაობა, არამედ სუფთა ჰაერის სუნთქვის შესაძლებლობა (თბილად ჩაცმა და აივანზე გასვლა სუფთა ჰაერზე). დაიმახსოვრეთ! ცივი ჰაერის შესუნთქვისას მნიშვნელოვნად ძლიერდება სისხლის მომარაგება ბრონქების ლორწოვან გარსზე, აქტიურდება სეკრეტორული ჯირკვლების ფუნქცია, ტენიანდება გამონადენი.
თუ სეირნობის დროს ბავშვს დააწყებინა მშრალი ხველა (რაც სახლში ყოფნისას არ აღენიშნებოდა), ეს ძალიან კარგია და მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვს აქვს რეალური შანსი ფილტვებში დაგროვილი ნახველის ამოხველებისა. მაგრამ როგორც კი ბავშვი წამოახველებს, მას მაშინვე შეიყვანენ სახლში. ამ დროს კი აი, რა ხდება: ნახველი დატენიანდა და შესაბამისად გაიზარდა მოცულობაში.
თუ შევწყვეტთ სეირნობას და ბავშვს სახლში შევიყვანთ, ბავშვს გაუჭირდება სუნთქვა და მშობლები გამოიტანენ "ლოგიკურ" დასკვნას - წავედით სასეირნოდ და ბავშვი უარესად გახდაო. ამიტომ ან დაამთავრეთ დაწყებული საქმე, ან საერთოდ ნუ დაიწყებთ. ისეთი დაავადებებისას, რასაც თან ახლავს სასუნთქ სისტემაში დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფა (კრუპი, ობსტრუქციული ბრონქიტი, ყივანახველა), სუფთა და გრილი ჰაერი უფრო მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება მკურნალობის დროს, ვიდრე ყველა წამალი ერთად აღებული. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია შემდეგი: გრილი ჰაერი ეფექტური საშუალებაა გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად მაშინ, როდესაც გაძნელებულია სუნთქვა (კრუპი). სანამ ექიმი მოვა - გაიქეცით ქუჩაში!