მას სახლში მოსიყვარულე მეულე და 3 წლის სანდრო ელოდებიან 3 დეკემბერს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ირაკლი ხუციშვილს ავტომობილი დაეჯახა. 23 წლის ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად იყო, ერთ-ერთი მათგანის გაფუჭებული მანქანის "ბუქსირზე" ჩაბმას ცდილობდნენ, რა დროსაც დიდი სისწრაფით მოძრავმა ავტომობილმა დაარტყა და გზის სავალი ნაწილიდან გადააგდო. დამნაშავე მძღოლს სვლა არც შეუნელებია, ადგილიდან მიიმალა და მომაკვდავი ახალგაზრდა მიატოვა...
სასწრაფო დახმარების სამსახურმა ირაკლი საავადმყოფოში მალევე გადაიყვანა. მან თავის უმძიმესი დაზიანება მიიღო, გაუკეთდა ქალა-ტვინის ოპერაცია და ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაშია. ახალგაზრდა აპარატზეა შეერთებული, მისი მკურნალობის ხარჯები ყოველდღიურად კოლოსალურ თანხებს მოითხოვს...
ირაკლი ხუციშვილს სახლში ახალგაზრდა მეუღლე და 3 წლის სანდრო ელოდებიან... მათი კვლავ ერთად ყოფნა კეთილი ადამიანების შემწეობაზეა დამოკიდებული...
ვისაც მცირედი დახმარების გაღება მაინც შეგიძლიათ, ირაკლის დასახმარებლად ანგარიში გახსნილია "თი-ბი-სი" ბანკში: GE97TB7600745063600026 მიმღები: თამარ გელაშვილი (მეუღლე)