კიდევ ერთი სულის შემძვრელი წერილი თოვლის პაპას ცოტა ხნის წინ მწყემსი ბიჭის, რაგული გიგაშვილის წერილმა ააფორიაქა საზოგადოება (იხილეთ რაგულის შესახებ), ახლა კი კიდევ ერთი სულის შემძვრელი წერილი გამოჩნდა. როგორც წერილიდნა ვიგებთ, პატარა ბიჭი, დათო ქაჯაია მამით ობოლია და დედასთან ერთად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ბიჭის საახალწლო ოცნება არც სათამაშოებია და არც აიფონი, მას ისეთი რამეები სურს, რაც მისი თანატოლების უმრავლესობისთვის სრულიად ჩვეულებრივი ამბავია - საწერი მაგიდა, რომ მუხლებზე არ წეროს საშინაო დავალება, თბილი ქურთუკი და ფეხსაცმელი, რომ სკოლაში მიმავალს აღარ შესცივდეს.
იმედია, მის გარშემოც გაერთიანდებიან ადამიანები და ამ სურვილებს შეუსრულებენ და იმედია, სულ უფრო ნაკლები იქნება ჩვენს ქვეყანაში ისეთი ბავშვი, რომელიც გაჭირვებასა და სიღატაკეში იცხოვრებს...