სპერმის დონორის ანაზღაურებაა 200 ლარი, ხოლო სუროგატს 15 000 დოლარს უშვილობის პრობლემა წყვილებს მთელ მსოფლიოში აწუხებთ. 2013 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ პაციენტების 93%-ში უშვილობას ფსიქიკურ და სოციალურ დისკომფორტამდე მივყავართ. ის ამცირებს პროფესიულ აქტივობას და განქორწინებათა რიცხვს ზრდის. სამედიცინო სფეროში არსებული ინოვაციების მეშვეობით ამ პრობლემის გადაჭრაც შესაძლებელია, რაც გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული. "ნიუ ლაიფ ჯორჯიას" დამფუძნებლის, მარიამ კუკუნაშვილის განცხადებით, ინვიტრო განაყოფიერება საქართველოშიც ხარისხიანად ტარდება. რა თანხებთან არის დაკავშირებული და რა პროცედურებია საჭირო ხელოვნური განაყოფიერებისთვის, ჩვენს მკითხველსაც უამბობს.
- სამწუხაროდ, უშვილობის პრობლემის ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანოზაციის მონაცემებით, ქორწინებაში და რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ყოველ მეოთხე წყვილს აღენიშნება უშვილობის პრობლემა. მიზეზი სხვადასხვაა და განპირობებულია როგორც ქალის, ისე მამაკაცის ფაქტორებით. მათ შორისაა: ენდომეტრიოზი, ჰორმონული დარღვევები, აზოოსპერმია და ა.შ. ასევე არ არსებობს სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი წყვილი მიმართვას ინვიტრო განაყოფიერებას. თითოეული კლინიკა წელიწადში 200 დან 1000-1500-მდე ინვიტრო პროცედურას ატარებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში 8 კლინიკაა ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში - 500, ძნელი მისახვედრი არ იქნება, რომ ბევრ წყვილს ესაჭიროება ამ მეთოდით დახმარება.
- ხელოვნური განაყოფიერების ჩასატარებლდ წყვილები მოგვმართავენ, ხდება გამოკვლევების ჩატარება და იგეგმება ინვიტროს თარიღი. რაიმე სხვა ოფიციალური პროცედურები საჭირო არ არის.
- ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავენ წყვილები მაშინ, როდესაც კონსერვატიული მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდება. უცხოეთში თუ წყვილს 1 წლიანი მკურნალობის შემდეგ შედეგი არ აქვს, აგზავნიან ინვიტრო პროცედურაზე. საქართველოში კი, ოღონდ ექიმმმა პაციენტი არ დაკარგოს 10 წელი შეიძლება უმკურნალოს უშედეგოდ და წლები დააკარგინოს ფუჭ იმედებში, რომ აღარაფერი ვთქვათ ხარჯებზე, ხელოვნური განაყოფიერება მედიკამენტების თანხის გათვალისწინებით ჯდება 5000 ლარი, რაც საკმაოდ ძვირია ქართველებისთვის. უცხოეთში ინვიტრო განაყოფიერება 3500-5000 დოლარი ჯდება. აშშ-ში, კანადა-ში და ავსტრალიაში 15 000 დოლარი.
- უფრო ხშირია ჩვენს პრაქტიკაში ქალის უშვილობის შემთხვევები.
- ხელოვნური განაყოფიერების მეთოდებია ivf in vitro fertilization da ICSI ანუ ინვიტრო იქს მეთოდით. ინვიტრო განაყოფიერების კანონიერი უფლება მხოლოდ ოჯახურ წყვილს აქვს საქართველოში. თუ ქალბატონი მარტოხელაა, მას შეუძლია სპერმის დონორის აყვანა და ინსემინაციის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში, არიან როგორც ქართველი სპერმის დონორები, ასევე უცხოური სპერმის ბანკები და ინდივიდუალურად არჩევენ სპერმის დონორს.
- სპერმის დონორის ანაზღაურებაა 200 ლარი, ხოლო სუროგატს 15 000 დოლარს.
- ვერ ვიტყვი, რომ უცხოეთში ჯობია ინვიტროს ჩატარება. შესანიშნავი შედეგებია საქართველოშიც, 2-3 ძალიან წარმატებული ინვიტრო კლინიკა ნამდვილად გვაქვს საქართველოში. გაგრძელება