"დღის შოუს" საგანგებო განცხადება! მედეა რურუა გადაცემა "დღის შოუთი" უამრავმა ადამიანმა გაიცნო. როგორც ქალბატონი ყვება, შედარებით ასაკოვან მამაკაცს გაჰყვა ცოლად, თუმცა გათხოვებიდან მალევე დაორსულდა. ფეხმძიმობა ჩვეულებრივ მიმდინარეობდა და 2007 წელს, როცა ბავშვის გაჩენის დრო დადგა, მშობიარობამ სენაკის საავადმყოფოში მოუწია, სადაც ექიმების შეცდომის გამო, 4-კილონახხევრიანი ბავშვი მუცელშივე გაეგუდა...
ამის შემდეგ წლები ვერ ფეხმძიმდებოდა და წყვილმა გადაწყვიტა, ხელოვნური განაყოფიერებისთვის მიემართა. მეუღლის სპერმით ინვიტრო-განაყოფიერება მოხდა, ერთი ნიმუში კი, მეუღლისავე მოთხოვნით, სინჯარაში შეინახეს.
ექიმთან კონსულტაციაზე მიდიოდნენ, მაშინ ქალბატონი მედეა ერთი თვის ორსული იყო, რომ ქმარს მოულოდნელად გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა... ნერვიულობის ნიადაგზე ორსულობაც შეწყდა და მუცელი მოეშალა...
როგორც ქალბატონი მედეა ყვება, სხვა გზა აღარ ჰქონდა, უკანასკნელი შანსი უნდა გამოეყენებინა და გარდაცვლილი ქმრის სპერმა გამოეყენებინა... ასე დაიბადა მისი პატარა ქალიშვილი და მოხდა სასწაული.... თუმცა სამწუხაროდ, გუშინ საშინელი ტრაგედია დატრიალდა...
"დღის შოუს" საგანგებო განცხადება!
სამშაბათს, "დღის შოუს" ეთერში, მაყურებელმა გაიცნო ქალბატონი მედეა რურუა და პატარა ნინო გოგატიშვილი, რომელთა ემოციური ისტორიაც თითოეულმა ჩვენგანმა გულთან ახლოს მიიტანა.
ამ საღამოს შევიტყვეთ, რომ სამწუხაროდ , მოხდა საშინელი ტრაგედია და ავტოავარიის შედეგად ორივე გარდაიცვალა.
მათთან ერთად, ასევე, დაიღუპა ოჯახის ახლობელი ქალბატონი და ავტომობილის მძღოლი.
"დღის შოუს" ჯგუფი უთანაგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და იზიარებს მათ მწუხარებას.
მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო ოთხშაბათს ჩვენი გადაცემა ეთერში არ იქნება.
ასევე იხილეთ: ქალი, რომელსაც ორი შვილი გაზით გაეგუდა და ცხოვრებამ მეორე შანსი მისცა