"ნატურალური ბებია გავხდი..." სულ ცოტა ხნის წინ ინგა გრიგოლიამ საზოგადოებას აცნობა, რომ ბებია გახდა და ფეისბუქზე სტატუსიც გამოაქვეყნა.
" ხალხოოოოოო! ნატურალური ბებია გავხდიიი!!!!!!! პატარა ანასტასია შეეძინა ნინიკოს. პირველი შვილიშვილი შემოვიდა ჩვენს ოჯახში, ჩემი გაზრდილი დის შვილის პაწაწინა"
ტელეწამყვანის დისშვილი ნინი ძაძამია, იუმორისტ და ასევე გადაცემა "ბინა 18"-ის წამყვან ლევან გოგორელიანს, იმავე ფაქოს გაჰყვა ცოლად. როგორც ირკვევა, წყვილს უკვე შვილიც შეეძინა, რომელსაც ანასტასია დაარქვეს.
ამ სასიხარულო მოვლენას ასევე ეხმაურება ინგა გრიგოლიას შვილი, მარიამ გრიგოლია და წერს:
" ჩემი პირველი სიხარული დაიბადა.... ჩემი პრინცესა - ჩემი დის შვილი - ანასტასია გოგორელიანი.
ყველაზე ბედნიერი ვარ... გილოცავთ ნინი, ფაქო!
ღმერთმა ბედნიერი და ჯანმრთელი გოგო გაგვიზარდოს!"
თეკლა ჟვანია