აი, როგორი იქნება 2017 წელი კონკრეტულად თქვენთვის! პროგნოზი ფილიპინელი ასტროლოგებისგან - მშობლები

აი, როგორი იქნება 2017 წელი კონკრეტულად თქვენთვის! პროგნოზი ფილიპინელი ასტროლოგებისგან

2017-02-04 08:50:27+04:00

ვისთვის იქნება ეს წელი განსაკუთრებულად წარმატებული გვჯერა, რომ უამრავ პროგნოზს გაეცანით, მაგრამ გვერწმუნეთ, ასეთი რამ ჯერ არ წაგიკითხავთ! პროგნოზი ფილიპინელმა ასტროლოგებმა შეადგინეს.

ვეფხვი

წლის ფოკუსი: აუჩქარებლად მოქმედება.

ბედნიერი ციფრები: 1, 3, 4 და მათი შემცველი ციფრები. მაგ. 13, 34.

წარმატებული ფერები: ცისფერი, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი.

წარსულში შესრულებული საქმეების შედეგს მოიმკით. თუმცა მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებს. მარტოხელებმა მეტი ინიციატივა გამოიჩინეთ საწინააღმდეგო სქესის გასაცნობად.

გველი

წლის ფოკუსი: კარიერა.

ბედნიერი ციფრები: 2, 8, 9 და მათი შემცველი ციფრები. მაგ. 28, 89.

წარმატებული ფერები: შავი, წითელი, ყვითელი.

გავლენიან ნაცნობებს გაიჩენთ და კარიერულ წინსვლას მიაღწევთ. მარტოხელებს სიყვარული და ქორწინება ელით.

მამალი

წლის ფოკუსი: სიმშვიდე.

ბედნიერი ციფრები: 5, 7 და 8.

წარმატებული ფერები: ოქროსფერი, ყავისფერი, ყვითელი.

სიმშვიდე შეინარჩუნეთ. მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებს. იმუშავეთ მუხლჩაუხრელად. ახლობლებთან ურთიერთობისას მეტი მოთმინება გმართებთ.

ვირთხა

წლის ფოკუსი: ურთიერთგაგება.

ბედნიერი ციფრები: 2, 3 და მათი შემცველი ციფრები. მაგ. 23 და 32.

წარმატებული ფერები: ცისფერი, ოქროსფერი, მწვანე.

განვითარების, გაფართოების შანსი მოგეცემათ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, გელით კარიერული წინსვლა. მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებს. გაფიჩნდებათ შემოსავლის ახალი წყარო.

კურდღელი/კატა

წლის ფოკუსი: ჯანმრთელობა.

ბედნიერი ციფრები: 3, 4, 6 და მათი შემცველი ციფრები. მაგ. 34 და 46.

წარმატებული ფერები: ცისფერი, იისფერი, წითელი, ვარდისფერი.

მოერიდეთ იურიდიულ დისპუტს, არასასურველ ბიზნესურთიერთობას. პრაგმატულობა წარმატებას მოგიტანთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. განაგრძეთ კითხვა