შეიძლება იფიქროთ, რეიტუზს რა შერჩევა უნდა? შეიძლება იფიქროთ, რეიტუზს რა შერჩევა უნდა? გოგონას ვარდისფერი, ბიჭს ლურჯი ან მწვანე ფერის უნდა უყიდოთ. თუმცა, არსებობს წესები, რომლებიც დედამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.
პირველი წესი
რადგან კოლგოტი კანს ეხება და ზოგჯერ ის ბავშვს რამდენიმე საათით უნდა ეცვას, სასურველია, კოლგოტი ნატურალური ქსოვილის იყოს, იდეალური ვარიანტია ბამბა. ამგვარად აიცილებთ ალერგიის გამოწვევას.
მეორე წესი
იმისათვის, რომ კოლგოტმა არ დაკარგოს ფორმა, არ გამოიბეროს მუხლებთან, კოლგოტის შემადგენლობაში უნდა იყოს ელასტინი.
მესამე წესი
თითოეული სეზონისთვის კოლგოტის სისქე უნდა შეარჩიოთ, მატერიაც _ შესაბამისად. გაზაფხულისა და შემოდგომისთვის თხელი ბამბის, ზამთრისთვის შალის ან პირსახოცის შიდა პირის. შალის შემთხვევაში კოლგოტებში 50-60 პროცენტიანი შემადგენლობის უნდა იყოს. თუ ის მეტი პროცენტით იქნება, კოლგოტები ტერფებთან მალევე გაიცვითება.
მეოთხე წესი
ნუ შეიძენთ კოლგოტს იმ გათვლით, რომ ბავშვი გაიზრდება და მერეც უნდა ჩაიცვას. დიდი ზომის კოლგოტი ხშირად ჩაეჩება ფეხებზე და ბავშვს გააღიზიანებს. შეარჩიეთ კოლგოტი ბავშვის კონკრეტული ზომის მიხედვით.
მეხუთე წესი
სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის შეარჩიეთ ნატურალური საღებავით შეღებილი მკვეთრი ფერის (წითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი, იისფერი) კოლგოტები. ბავშვისთვის ნუ შეიძენთ მუქი, სევდიან ფერების მქონე რეიტუზს. ლამაზ ფერს ბავშვის განწყობის გაუმჯობესება შეუძლია.