რასთან ერთად უნდა მიირთვათ ეს პროდუქტები, რომ ნაკლები ზიანი მოგადგეთ ბოლო ათწლეულში გაჩნდა გამოთქმა "ტრეშ ფუდი" - ნაგავი საჭმელი. ეს ის პროდუქტია, რომელიც ძირითადად სახამებლითა და მრავალი E-დანამატებისგან შედგება, ამის წყალობით კი სახამებელს გადააქცევენ იოგურტად, სოსისად, ჩიფსებად თუ შოკოლადის ბატონებად. ასეთ პროდუქტებში არანაირი სარგებლობა არ არის, ზიანი კი ბევრი: სიმსუქნიდან კარიესამდე, დიაბეტიდან ონკოდაავადებებამდე. მაგრამ ბავშვებს ეს არომატული და გემრიელი "ნაგავი", ლამაზად შეფუთული, ძალიან უყვართ. ხანდახან მშობლებს დათმობა უწევთ. რა გავაკეთოთ, რომ ამ პროდუქტების მიღების შედეგად მიყენებული ზიანი შევამციროთ.
თუ ისე ხდება, რომ ბავშვი დროდადრო მიირთმევს ძეხვს, შოკოლადის ბატონებს და ჩიპსებს, სვამს ტკბილ გაზიან სასმელს (დავუშვათ, ბებია-პაპა ასე გამოხატავს მათდამი სიყვარულს ან ბავშვები თვითონ ყიდულობენ), ეცადეთ, ზიანი მაქსიმალურად დააქვეითოთ.
1. პომიდორი ყველაზე უკეთ ანეიტრალებს ყველანაირ E-დანამატს. ამიტომ, თუ ბავშვი უარს ამბობს ხორცის ჭამაზე და სოსისსა და ძეხვეულს მიირთმევს მხოლოდ, ბუტერბროდზე რამდენიმე ნაჭერი პომიდორი დადეთ. კარგია ასევე ოხრახუში და კამა: C ვიტამინი ასევე ანეიტრალებს მავნე ზემოქმედებას.
ბავშვი მოემზადა "სუხარიკებისა" და ჩიპსების მისართმევად? მოუმზადეთ შინაური კეტჩუპი. პომიდორი გაფცქვენით, მარილთან, ზეთთან და ცოტა ხახვსა და ნიორთან ერთად დააბლენდერეთ. შეიძლება, მწვანილიც დაუმატოთ. ბავშვმა თავისი ჩიპსები და "სუხარიკები" კეტჩუპში ჩააწოს. თუ ამის დრო არ გაქვთ, მზა კეტჩუპი იყიდეთ, ოღონდ ხარისხიანი, ის უფრი ძვირიც არის, შუშის ბოთლებში. ნაკლებია მასში კონსერვანტი. ან ტომატის პასტას მოაყარეთ ცოტა მარილი, ცოტა გაგრილებული ადუღებული წყალი დაუმატეთ და საწებელი მოუმზადეთ.
2. მწვანე ჩაი და კეფირი, ან მაწონი ასევე ამცირებს მავნე პროდუქტების ზიანს. შეიძლება, სწორედ ისინი მიაყოლოთ მავნე პროდუქტებს. ჩაიში ლიმონის ჩადებაც კარგია.
3. ოფლს გამოაქვს ასევე ბევრი ტოქსინი. ბავშვი ისე უნდა იყოს ფიზიკურად დატვირთული, რომ ბევრ ოფლს გამოყოფდეს.
4. თუ ბავშვი რეგულარულად ჭამს მავნე პროდუქტებს, ასევე რეგულარულად უნდა სვას წყალი. მინიმუმ ერთი ლიტრი დღეში. კარგია, თუ შიგადაშიგ წყალს ლიმონსაც გაურევთ.
5. რძე კარგი მებრძოლია ტოქსინებთან. დღეში 1-2 ჭიქა სვას, თუ მიირთმევს "მავნებლობებს". სასურველია, რძე შინაური იყოს.
6. სუფთა ჰაერი ხელს უწყობს ტოქსინების გამოყოფას. ღამით სარკმელი ღია დატოვეთ, ხშირად ისეირნეთ ბავშვებთან ერთად მდინარის, შადრევნის სიახლოვეს, წვიმის დროს ან მის შემდეგ.