თიკა ჯამბურიას ყოფილი ქმრის ბინა ყოველმხრივ უზრუნველყოფილია თიკა ჯამბურიას ყოფილი მეუღლე, პარლამენტარ ხათუნა ხოფერიას ვაჟი ბექა ხოფერია ვაკეში მდებარე 225მ2 ფართის ბინას ყიდის - ამის შესახებ ბექამ პოსტი ფეისბუქზე გამოქვეყნა და მეგობრებს ამ საქმეში დახმარებაც სთხოვა.
როგორც განცხადებიდან ირკვევა, ბინა ელიტურ კორპუსში მდებარეობს, სადაც სადარბაზოც კი მარმარილოთია მოპირკეთებული.
კორპუსის პირველი ორი სართული პარკინგისთვის ყოფილა განკუთვნილი.
ბინა ოთხოთახიანია, აქედან ორი საძინებელია. ამ ყველაფერს ხიბლს ვერანდა და აივნები ჰმატებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბინა მე-11 სართულზე მდებარეობს, მაშინ ადვილი მისახვედრი იქნება ისიც, რომ აივნიდან ლამაზი ხედი გადაიშლება. ამ ყველაფერთან ერთად, ბინას ჰქონია საკუთარი სახურავი, სადაც მომავალ მფლობელს საშუალება ექნება გააკეთოს აუზი, ბუხარი და მაგიდა. ეს სიამოვნება კი 190000 დოლარი ღირს. იხილეთ ბინის ფოტოები