"სასწაული ერთსულოვნების მომსწრე გავხდი... ვინც ქართველებზე რამე ცუდს იტყვის, ჩავქოლავ ჩემი ხელით..." ჟურნალისტ მარი ჯაფარიძის ამ პოსტს, რომელიც დღეს ქუჩაში მომხდარ ერთ თითქოს ჩვეულებრივ ამბავს გადმოსცემს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თქვენც გთავაზობთ:
"ქალაქში, თოვლში წაიქცა გოგო...
საშინლად დავითრგუნე ამ დილას...
მაღაზიიდან გამოვედი და შევნიშნე, რომ გაჩერებაზე ახალგაზრდა გოგონა არაბუნებრივად ტრიალებდა. ჩემსკენ რომ მობრუნდა, თვალები ზევით ჰქონდა ატრიალებული...
ადრიანი დილა იყო და ჩვენ მეტი ქუჩაში არავინ იდგა. ორი ნაბიჯით გავჩნდი მასთან, რადგან მივხვდი, მანქანის სავალ ნაწილზე წაიქცეოდა.
ჩავბღუჯე, მაგრამ სიმძიმის გამო ვერ შევაკავე და მხოლოდ ის მოვახერხე, რომ სავალი ნაწილის მხრიდან დავუდექი, რომ მანქანა არ დასჯახებოდა და მიწაზეც რბილად დაეშვა...
მივხვდი, ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა...
ცოვრებაში პირველად ვიყვირე - მიშველეთ-მეთქი...
ხალხი მოგროვდა... სასწრაფოში დავრეკე...
მანქანები ჩერდებოდნენ და ხალხი დასახმარებლად მოდიოდა...
მამაკაცები აქტიურობდნენ, რამდენიმე მათგანი მუხლებით მიწაზე დაეშვა, - შვლო, შვილოო, - ეძახდნენ და პირს უხსნიდნენ, თოვლით სახეს უზელდნენ...
ერთი მანქანიდან მძღოლი მოვარდა, - შვილი მყავს ეპილეფსიით ავად და ვიცი, როგორ მივხედოო...
ვიღაც თავქვეშ ხელს უდებდა, ვიღაც ტანისამოსს უსწორებდა, ვიღაცამ მაღაზიიდან დაშლილი ყუთი გამოიტანა და იმაზე გადააწვინეს...
სასწრაფოს მოსვლამდე გოგონა აზრზე მოდიოდა ნელ-ნელა...
მისი ტელეფონის მოძებნა გადავწყვიტე. ხელი ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი და ტელეფონი ჩაბღუჯული.
როგორც ჩანს, მიხვდა, ცუდად რომ ხდებოდა და დარეკვა ვერ მოასწრო...
პირველივე აკრეფილ ნომერზე დავრეკე და დედა შემრჩა ხელში...
მოვარდა გადარეული ქალი...
რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი, სასწრაფო და უამრავი ადამიანი...
გოგონამ ადგომაც შეძლო და პატრულისთვის ”ჩვენების” მიცემაც...
სასწაული ერთსულოვნების მომსწრე გავხდი...
ვინც მამაკაცებზე ან ქართველებზე რამე ცუდს იტყვის, ჩავქოლავ ჩემი ხელით..."
ასევე იხილეთ: 10 შეცდომა, რომელსაც კრიტიკულ მომენტებში ვუშვებთ