"აწი ვეღარ შეხედავ თვალებს, რომელსაც ყველაზე ლამაზი უწოდე..." ფოთში, 35 წლის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ახალგაზრდა ქალი მეშვიდე სართულიდან გადმოხტა.
როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
როგორც ირკვევა, ქალმა თვითმკვლელობამდე "ფეისბუქზე" ფოტოები და ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ყოფილ შეყვარებულს მიმართავდა:
"ეს ის ფოტოებია, რომელიც ყველამ იცის. დანარჩენი ისეა ჩაკირული ჩემს მეხსიერებაში, რომ თან მიმაქვს. კადრები, რომელიც რეალობას ასახავდა და რომლის გამოქვეყნებაც შეგრცხვა. აწი ვეღარ შეხედავ თვალებს, რომელსაც ყველაზე ლამაზი უწოდე. თუმცა იგივე ტექსტი, სულ რაღაც ორ კვირაში სხვის თვალებსაც მოარგე. განაგრძეთ კითხვა