როდესაც გოგონა დაიბადა, ექიმები გაოგნებული იყვნენ მისი თმის სისქით... გასულ წელს ნამდვილ სენსაციად იქცა ჯუნიორ ნუნი, ახალშობილი ბიჭუნა საკმაოდ სქელი თმით. თუმცა პატარა ბრიტანელს კონკურენტი გამოუჩნდა - გოგონა სახელად სოფია მეი მაიერსი.
4 თვის ასაკში მისი თმები მხრებამდე აღწევდა. დედა საათობით ვარცხნიდა სოფიას თმებს. სოფი-მეი მხოლოდ 4 თვისაა და დედა მას უკვე უკეთებს სხვადასხვა ვარცხნილობას. როდესაც გოგონა დაიბადა, ექიმები გაოგნებული იყვნენ მისი თმის სისქით.
"მისი თმა 5 წლის ბავშვის ასაკს შეესაბამება. ყველა ამბობდა, რომ დროთა განმავლობაში გასცვივდებაო მაგრამ ასე არ მოხდა. ყოველდღე ვბან თავს და ვუშრობ ფენით. თმა "ებურდება" და ამიტომ დაბანის დროს ვხმარობ სპეციალურ გელს. სოფის ძალიან ლამაზი თმა აქვს და ამიტომ ვუკეთებ სხვადასხვა ვარცხნილობას"- ამბობს ლაურა, სოფის დედა.