ტელეწამყვანის ერთადერთი ქალიშვილი მენინგოკოკურ ინფექციას ემსხვერპლა...
ტელეწამყვან მაია ასათიანის ქალიშვილი საფრანგეთში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ "ფეისბუქზე" რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს."ამ ქვეყნად ყველაზე დიდი უსამართლობა ბავშვების სიკვდილია", - წერს გვარამია, რომელმაც დღეს მაია ასათიანის მხარდამჭერი რამდენიმე პოსტი დაწერა ფეისბუქის გვერდზე. "ახლა ჩვენთვის რუსთავიორელებისთვის მთავარი გასაჭირი მაიკო ასათიანის გასაჭირია! ყველა შენს გვერდით ვართ! გვიყვარხარ და ყველაფერს გავაკეთებთ შენი ნუცას გადასარჩენად!" - წერდა "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ფეისბუქის პირად გვერდზე.
როგორც ცნობილია, ტელეწამყვანის ერთადერთი ქალიშვილი მენინგოკოკურ ინფექციას ემსხვერპლა. ნუცა მახვილაძე 18 წლის იყო. ის საფრანგეთში სასწავლებლად იყო წასული.
როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, ორიოდე დღის წინ მას და მაიას ასეთი დიალოგი ჰქონდათ:
"ჩემი და მაიას დიალოგი დაახლოებით ორი თვის წინ. გვიხაროდა, ბავშვები ერთად რომ სწავლობდნენ და საუბარს ავტომატურად ემოციებიც მოჰყვა.
მაია: - ნანუ, ბავშვი რომ წავიდა, როგორ შეეგუე, არ გაგიჭირდა?
მე: - ძალიან მენატრებოდა.
მაია: - მაგას არ გეკითხები, აი, რამე რომ დაჭირდეს, ავად გახდეს და უცებ იქ არ ვიყო....
მარტო ეს დიალოგი მიტრიალებს თავში ეს ორი დღეა!!!"
ვუსამძიმრებთ მაიას და მის ოჯახს... ღმერთმა ცათა სასუფეველში დაუმკვიდროს ადგილი ნუცას, და ყველა დედას აშოროს შვილის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი.