4 ყველაზე საფუძვლიანი მიზეზი და არგუმენტი ზოგჯერ ქალებს ეზარებათ ხოლმე მეორე შვილის გაჩენა. ან დიდი ხნით გადაავადებენ ხოლმე და მერე ხანდახან, ან ვეღარ ახერხებენ დაორსულებას, ან უკვე ”ვერ იცლიან” ამისთვის. არადა, არსებობს უამრავი საფუძვლიანი მიზეზი, რის გამოც ღირს მეორე შვილის გაჩენა, თუნდაც მთავარი - რომ თქვენი შვილი არ იქნება მარტო და დედმამიშვილი ეყოლება...
არსებობს კიდევ სხვა მიზეზები. მაგალითად, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ თურმე დედა ორ შვილს უფრო ადვილად უმკლავდება, ვიდრე ერთს.
დედები, რომლებიც მეორე შვილის მოლოდინში დეკრეტულ შვებულებაში გადიან, ამბობენ, რომ პირველ შვილზე მეტ დროსაც ანდომებდნენ ყველაფერს, მეტად იღლებოდნენ და მეტადაც ნერვიულობდნენ ბევრ რამეზე. საიდან ასეთი პარადოქსი? პირველ რიგში - გამოცდილება.
აი, რატომ არის ადვილი და აუცილებელი მეორე ბავშვის გაჩენა:
1. დედამ იცის, როგორ დაამშვიდოს ატირებული ბავშვი. როგორ არ ჩავარდეს პანიკაში, როცა ბავშვი ავად გახდება და მისთვის გაცილებით ნაკლები სტრესია მეორეს გაზრდა, მით უფრო - ორივეს ერთად გაზრდაც.
2. პატარა შვილისთვის უფროსი მუდამ სამაგალითო იქნება. პატარა მუდამ მიბაძავს უფროსს. უფროსი ბავშვი კი პასუხისმგებლობას გრძნობს უმცროსზე და მზრუნველი ხდება.
3. უფროსი შვილისგან უამრავი სამოსი (საწოლი, სათამაშოები, ეტლი) გრჩებათ, რომლის გაჩუქებაც გენანებათ.
4. მეორე ფეხმძიმობა და მშობიარობა პირველზე მარტივად მიმდინარეობს. დედამ უკვე იცის, როგორ უნდა აკონტროლოს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები.
რაც მთავარია, თქვენ მართლა ვერაფერს გაუკეთებთ თქვენს შვილებს იმაზე უკეთესს, რომ დედმამიშვილს აჩუქებთ!