რატომ უნდა იყოთ ფხიზლად რკინადეფიციტური ანემიის დროს, რომელიც ძალიან ხშირია ბავშვებსა და მოზრდილებში რა არის რკინადეფიციტური ანემია, როგორ ხდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე პედიატრიული პრივატ კლინიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ექიმი-ლაბორანტი, ეკა კემუხტაშვილი გვესაუბრება.
- რა იწვევს რკინადეფიციტურ ანემიას?
- სხვადასხვა სახის ანემიათა შორის რკინადეფიციტური ანემია გვხვდება 70-80%-ში, ის ყველაზე ხშირია ორსულების, მეძუძური დედების და ადრეული გარდატეხის ასაკის ბავშვებში. რკინა ჰემოგლობინის შემადგენელი ნაწილია, რომლის დეფიციტი იწვევს ქსოვილების ჟანგბადით მომარაგების დარღვევას. ამ დროს ქვეითდება ჰემოგლობინის რაოდენობა და ირღვევა ჟანგბადის ტრანსპორტირების მექანიზმი ორგანოებში. რკინადეფიციტური ანემიის ნიშნები კარგად ჩანს სისხლის საერთო ანალიზში.
ადამიანის ორგანიზმში არის 4-5 გრ რკინა, ყოველდღიურად კი იკარგება დაახლოებით 4-5 მილიგრამი. აუცილებელია, რომ ორგანიზმმა ყოველდღიურად მიიღოს დაკარგული რკინის რაოდენობა და მოხდეს ორგანიზმის შევსება.
- რომელი საკვები პროდუქტები შეიცავენ რკინას?
- რკინის უხვად შეიცავენ შემდეგი პროდუქტები: ჭარხალი, გოგრა, ბროწეული, ქლიავი, ალუჩა, ატამი, ზღვის კომბოსტო, ნუში, შვრიის ბურღლეული, წიწიბურა, ვაშლი, მსხლის, ქლიავის ჩირი, ხორცეულიდან კი - კურდღლის, ინდაურის, ქათმის და ხბოს ხორცი.
- რა შემთხვევაში ვითარდება რკინადეფიციტური ანემია?
არსებობს საკვების მიღების ნაკლებობით გამოწვეული რკინადეფიციტური ანემია კუჭის დაზიანების დროს - არასრულფასოვანი კვების დროს, კუჭის კიბო, კუჭის რეზექცია C ავიტამინოზოს დროს პარაზიტების არსებობის დროს წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილის დაზიანებისას ღვიძლის დაავადებების დროს ხშირი და ხანმოკლე სისხლდენის დროს (ცხვირიდან, ღრძილებიდან) პუბერტატულ ასაკის ბავშვებში (მოზარდებში) სწრაფი ზრდის დროს ორსულებში და მეძუძურებში
ასევე იხილეთ: რას გვიჩვენებს სისხლის საერთო ანალიზი და რამდენ ხანში ერთხელ უნდა გაუკეთდეს ის ბავშვს?
- როგორია სიმპტომები?
- რკინადეფიციტურ ანემიას თან ახლავს თავბრუსხვევა, სისუსტე, ადინამია, სიფერმკრთალე, გემოვნების, ყნოსვის გაუკუღმართება, ფრჩხილების ფორმის შეცვლა, თავის ტკივილი, ქოშინი, კანისა და სხეულის ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე, ტუჩების კუნთებში ნაპრალის გაჩენა, ფსიქომოტორული განვითარების შეფერხება, ძილიანობა, ადვილად დაღლა ფიზიკური აქტივობის დროს.
- რა ცვლილებებია რკინადეფიციტური ანემიის დროს
- ამ დროს ვითარდება ჰიპოქრომია, ანუ ამ დროს დაქვეითებულია ჰემოგლობინის ფერადობის მაჩვენებელი და ერითროციტების რაოდენობა.
ამ დროს სისხლში ჭარბობს მიკროციტები, ვლინდება პოიკილოციტოზი, ანიზოციტები (ერითროციტების ფორმის და ზომის ცვლილება), ჰიპოქრომული ერითროციტები. რეტიკულოციტების რაოდენობა კი ნორმის ფარგლებში, ან მცირედ დაქვეითებულია. თრომბოციტების რაოდენობა ნორმაშია, რკინადეფიციური ანემიის დროს ედს-ი ანუ ერითროციტების დალექვის სიჩქარე მომატებულია (20-25მმ/სთ). სისხლის ბიოქომიურ ანალიზში აუცილებელია შრატის რკინის განსაზღვრა.
ასევე იხილეთ: 6 მთავარი პროდუქტი ჰემოგლობინის ასამაღლებლად
სისხლის ასეთი სურათის დროს ასევე უნდა გამოირიცხოს ჰოსტჰემორაგიული ანემია, თალასემია, სიდერობლასტური ანემია, ტყვიით მოწამვლით გამოწვეული ანემია, აგრეთვე მწვავე ინფექციების და ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს განვითარებული ანემია.
ამ დროს სისხლის საერთო ანალიზში დაქვეითებულია ჰემოგლობინი, ფერადობის მაჩვენებელი და ერითროციტების რაოდენობა.
მსგავსი სიმპტომების არსებობისთავანვე აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც შესაბამის კვლევებს დაგინიშნავთ.
სალომე გორგოშიძე