ნუკა კვალიაშვილმა მამა გამოაჩინა - მშობლები

ნუკა კვალიაშვილმა მამა გამოაჩინა

2017-02-20 19:04:21+04:00

ცნობილია, რომ მამასთან არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა ნუკა კვალიაშვილმა ფეისბუქზე მამასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ცნობილია, რომ მამამისი მსახიობი თემო გვალიაა, რომელიც საზოგადოებრივად საკმაოდ აქტიურია და სოციალურ ქსელშიც გამოირჩევა აქტივობით.

ცნობილია, რომ მამასთან ნუკას არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ამის გამო დედის გვარზეც კი გადავიდა, არც ისე დიდი ხანია და ნუკა გვალია ნუკა კვალიაშვილი გახდა.

ამ თემაზე ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთი კომენტარიც გააკეთა:

"მა­მის სით­ბო არა­სო­დეს მიგ­რძნი­ა და რატომ უნდა მომნატ­რე­ბო­და მამა?! ჩე­მი მე­გობ­რე­ბი რომ იტყ­ოდ­ნენ, მა­მა­ჩემს და­ვუ­რე­კავ, აბა, მა­მა­ჩე­მი რას მირ­ჩევ­სო, სულ მიკ­ვირ­და, ასე­თი სიტყ­ვე­ბი არა­სო­დეს მით­ქვამს... რა­ტომ­ღაც პრო­ექ­ტის შემ­დეგ ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდა. იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ეუბ­ნე­ბი­ან, უი­მე, თე­მურ, რო­გო­რი შვი­ლი გყავ­სო, ნუ და­ა­ვიწყ­დე­ბათ, რომ მე ვარ ეკას შვი­ლი! სხვა მშო­ბე­ლი და ნა­თე­სა­ვი არ მყავს - მხო­ლოდ ეკა! მა­შინ, რო­ცა უნ­და ჩა­ე­ნერ­გათ ჩემ­თვის მე­გობ­რო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, პა­ტი­ვის­ცე­მა - ისი­ნი ჩემ­თან არ იყ­ვნენ. ეკა ამას არა­ვის უშ­ლი­და. ახ­ლა შე­იძ­ლე­ბა და­უ­შა­ლოს და მეც და­ვუშ­ლი, არ მინ­და. ათას შანსს რომ მოგ­ცემს ადა­მი­ა­ნი, მე­რე რომ გა­გაფ­რთხი­ლებს, ეს ბო­ლო შან­სი­ა, გა­მო­ი­ყე­ნეო და ისევ იმე­დე­ბი გიც­რუვ­დე­ბა, ისევ გატყ­უ­ე­ბენ, ფე­ხებ­ზე გი­კი­დე­ბენ, აღა­რა­ფე­რი გინ­და. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასეთ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს. ახ­ლა, რაც უფ­რო ვიზ­რდე­ბი, უფ­რო კარ­გად ვხვდე­ბი, რა­ტომ გა­შორ­და მამაჩემს ეკა. სხვა მი­ზე­ზე­ბიც იყო, მაგ­რამ პირ­ვე­ლი ეს არის და თან, შორ­დე­ბი­ან მე­უღ­ლე­ებს და არა შვი­ლებს. რა მე­ტე­ო­რი უნ­და და­გე­ცეს, რომ შვი­ლი გყავს და ვერ ნა­ხო, და­ბა­დე­ბის დღე ვერ მი­უ­ლო­ცო?" (იხილეთ ინტერვიუ სრულად)

როგორც ჩანს, მამა-შვილს შორის ურთიერთობები დათბა და ამას მათი ერთობლივი ფოტოებიც მოწმობს. სხვათა შორის, მეგობრებმა დაუწერეს ფოტოების კომენტარებზე, რომ ძალიან ჰგავს მამას, ასევე ბევრმა ლივ ტაილერს მიამსგავსა.

mshoblebi