ბევრი რამ, რასაც მივეჩვიეთ და რაც ცხოვრებას გვიმარტივებს, ბავშვებმა გამოიგონეს თურმე, ძალიან ბევრი რამ, რასაც მივეჩვიეთ, რაც ცხოვრებას გვიმარტივებს და საინტერესოსაც ხდის, სერიოზულმა ბიძიებმა და დეიდებმა კი არა, ბავშვებმა გამოიგონეს.
ბრაილის შრიფტი
15 წლის ლუი ბრაილმა 1824 წელს გამოიგონა შრიფტი, რომელმაც ყველა უსინათლოსთვის შესაძლებელი გახადა კითხვა. ამ შრიფტს დღემდე იყენებენ მთელ მსოფლიოში. ამ შრიფტს საფუძვლად დაედო "ღამის შრიფტი", რომელსაც არტილერიის კაპიტანი შარლ ბარბიე იყენებდა სიბნელეში წასაკითხად. რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტის გამომგონებელი ბიჭი თავადაც უსინათლო იყო – ბავშვობისას თვალების ანთება ჰქონდა, რამაც თანდათან დააბრმავა.
ბატუტი
ბატუტის შექმნის იდეა 16 წლის ტანმოვარჯიშე ჯორჯ ნისენს ეკუთვნის. ბატუტი ოთხმოცწლიანი ისტორიის განმავლობაში არ შეუცვლიათ – ყველაფერი გენიალური ხომ მარტივია.
სლოკინის საწინააღმდეგო საშუალება
13 წლის გოგონამ, ამერიკელმა მელორი კიუვმენმა გამოიგონა სლოკინის საწინააღმდეგო საშუალება, რომლის შემადგენლობაშიც შედის შაქარი და ვაშლის ძმარი.
სიმსივნის დიაგნოსტირების ახალი მეთოდი
15 წლის ამერიკელმა ჯეკ ანდრაკამ სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტირების ახალი მეთოდი მოიგონა. "გუგლში" ძრომიალისას ბიჭმა მიაგნო საშუალებას, თუ როგორ უნდა გაეკეთებინა ტესტი კუჭქვეშა ჯირკვლის, საკვერცხეებისა და ფილტვების სიმსივნის ნაადრევი სტადიების დიაგნოსტირებისთვის და ეს ტესტი ასჯერ უფრო სწრაფი და იაფი აღმოჩნდა მანამდე გამოყენებულ ანალოგებზე. შედეგებს ტესტი ხუთ წუთში იძლევა.
მოწყობილობა სუსტი სმენის მქონეთათვის
14 წლის ჯონ კონმა გამოიგონა მოწყობილობა Good Vibrations, რომელიც ბგერით ტალღებს ტაქტურ შეგრძნებებად გადააქცევს. სუსტი სმენის მქონე ადამიანებს მისი მეშვეობით მუსიკის მოსმენა შეუძლიათ. ეს იდეა მას მაშინ გაუჩნდა, როცა გიტარა კბილებთან მიიტანა და 2012 წელს "გუგლის"მეცნიერთა კონკურსის გამარჯვებულიც გახდა.
აკუმულატორის ახალის სახეობა
კალიფორნიელმა სკოლის მოსწავლე გოგონამ, ეიშა კხარემ, გამოიგონა ახალი ტიპის აკუმულატორები მობილური ტელეფონებისთვის. მათში ენერგია 20-30 წამში ივსება და დიდხანს ჩერდება. თავისი გამოგონებისთვის გოგონამ ახალგაზრდა მეცნიერთა პრემია მიიღო.
ოთახის მზომი რობოტი
12 წლის მაქსიმ ლემამ შექმნა რობოტი, რომელიც მზომელი ინჟინრის ფუნქციებს ასრულებს. რობოტი ოთახის სკანირებას ახდენს, ზომავს ფართობს, ადგენს გეგმას და რადიოსიგნალის მეშვეობით კომპიუტერზე გზავნის მონაცემებს.
საშუალება დოლბანდის უმტკივნეულოდ მოსაცილებლად
8 წლის ალანა მაიერსმა გამოიგობა საშუალება, რომელიც უმტკივნეულოდ აცლის კანიდან დოლბანდს. პროდუქტის შემადგენლობაში შედის საპონი, ლავანდის ზეთი და წყალი. ეს იდეა მას მერე გაუჩნდა, რაც საავადმყოფოდან გამოწერეს და ბინტების მოხსნა მოუწია – ეს პროცესი კი, როგორც ცნობილია, ძალიან მტკივნეულია ხოლმე.
დამცავი ყურსაცვამები
15 წლის ჩესტერ გრინვუდმა დამცავი ყურსაცვამები 1973 წელს გამოიგონა – ეს იდეა აუცილებლობის გამო გაუჩნდა. გორგოლაჭებზე უყვარდა სრუალი და ბებიას სთხოვა, ქურქის ნაჭრები მიეკერებინა ყურსაცვამებზე, რომ ყურები სიცივისგან დაეცვა. მოგვიანებით ეს ყურსაცვამები გააუმჯობესეს და ახლა გამოიყენება მოდელები, მაგალითად, მაღალი ხმისგან დამცავი.
პლასტელინი
საძერწი პლასტელინი სკოლის მოსწავლე გოგონამ გამოიგონა – შპალერების გასასუფთავებელი საშუალებების მწარმოებელი კლეო მაკვიკერის შვილიშვილმა. საშუალება, რომელიც შემდეგ საძერწად იქცა, შპალერების გასასუფთავებლად გამოიყენებოდა. გოგონამ პაპას შესთავაზა, სათამაშოდ მიეცა, რადგან შენიშნა, რომ მისთვის სხვადასხვა ფორმის მიცემა შეიძლებოდა. მისი შემადგენლობიდან მოაშორეს გასასუფთავებელი კომპონენტი, დაუმატეს ნუშის ზეთი და საღებავები.