ოღონდ ბავშვი წყნარად იყოს და საათობით ტოვებენ კომპიუტერთან და მობილურ ტელეფონთან თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვეულებრივ მოვლენებს დაბადებიდანვე ცვლიან. დიდ ბრიტანეთში სულ ახლახან ჩატარებული კვლევის თანახმად, ყოველი მერვე ბავშვის პირველი სიტყვა ჩვეული "დედა" ან "მამა" კი არ ყოფილა, არამედ - "პლანშეტი".
კიდევ უფრო სახიფათო ის აღმოჩნდა ამ კვლევაში, რომ ათი მშობლიდან შვიდი თავის შვილებს დღეში 3-4 საათი (თუ მეტი არა) რთავს ნებას, პლანშეტი გამოიყენოს, თანაც, ლაპარაკია არა მხოლოდ სკოლის ასაკის ბავშვებზე, არამედ 2 წლამდე ასაკის პატარებზე. არადა, გარდა მისი გამოსხივებისა, ეკრანის მიერ მიყენებული მავნებლობისა და სხვა ზიანისა, არაერთხელ დადგინდა, რომ მობილურები და პლანშეტები ჩვილ ბავშვებში ალერგიებსაც იწვევს. თუმცა იმისთვის, რომ ბავშვი "გააჩერონ", მშობლები ხშირად მიდიან ამ "მსხვერპლზე". ამის შედეგია კომპიუტერთან თუ პლანშეტებთან საათობით მიკრული ბავშვები - ეს უკვე ლაპარაკია არა მხოლოდ ბრიტანეთზე, არამედ ჩვენთანაც მსგავსი სიტუაციაა. ასე რომ, ჩვენებური ბავშვიც თუ პირველ სიტყვას "დედას" ნაცვლად "პლანშეტს" ან "მობილურს" იტყვის, აღარ იქნება გასაკვირი.