"როცა შინ არ ხარ, შენი ტანსაცმელი მაცვია და შენს ბალიშზე მძინავს" - გიგი დედალამაზიშვილის ცოლის საოცარი სიტყვები - მშობლები

"როცა შინ არ ხარ, შენი ტანსაცმელი მაცვია და შენს ბალიშზე მძინავს" - გიგი დედალამაზიშვილის ცოლის საოცარი სიტყვები

2017-04-01 06:43:07+04:00

"მინდა, რომ ცოტათი მაინც ვიყო ისეთი კარგი და, როგორი ძმაც ხარ ჩემთვის" - როგორ ულოცავენ ოჯახის წევრები დაბადების დღეს მომღერალ გიგი დედალამაზიშვილს, დღეს, პირველ აპრილს 31 წელი შეუსრულდა... ამ თარიღს უემოციოდ ვერ ტოვებენ მისი ოჯახის წევრები და გიგის იუბილეს სოციალურ ქსელში ულოცავენ.

ციცი ფალავანდიშვილი, დედა:

"31 წლის წინ, 1986 წლის 1 აპრილს პირველად გავხდი დედა - ბიჭის დედა, რომელსაც სახელად გიგი დავარქვით! შენ ჩემი პირველი სიხარული ხარ, ჩემი იმედი, ჩემი გული და სული... შენ მხოლოდ შვილი არ ხარ, შენ ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, მესაიდუმლე, საუკეთესო მრჩეველი ხარ... შენთან ერთად არაფრის მეშინია, იმიტომ, რომ ვიცი არასდროს დამტოვებ მარტო... შენ საუკეთესო შვილიშვილი იყავი და ხარ შენი ბებია-ბაბუასთვის, არაჩვეულებრივი შვილი ხარ ჩემთვის, გიასთვის, საიმედო ძმა ხარ ნინისთვის, მოსიყვარულე და მზრუნველი მეუღლე ხარ ჩემი მარინასთვის, განუმეორებელი ბიძა ხარ ელენესთვის, შესანიშნავი მამა ხარ ლიზისთვის და ერთგული მეგობარი ხარ მეგობრებისთვის... ამას გულწრფელად ვამბობ და ნამდვილად არ ვამეტებ! გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სიცოცხლე... HAPPY BIRTHDAY GIGI..."'

ნინი დედალამაზიშვილი, და:

"არ ვიცი რა მოხდებოდა, რომ არ დაბადებულიყო, ჩემი მთავარი იმედია! ყველაზე კეთილი...

ჩემი ცხოვრების ყველა პერიოდის გვერდში მდგომი... მინდა, რომ ცოტათი მაინც ვიყო ისეთი კარგი და, როგორი ძმაც ხარ ჩემთვის.

დაბადების დღეს გილოცავ, გიგი".

მარინა კარპი, ცოლი:

"ეს ის შემთხვევაა, როცა ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ არ შემიძლია. სიტყვებს ვერ mshoblebiვპოულობ. არ ვიცი, როგორ დავიწყო და როგორ დავამთავრო. ასე ხდება ხოლმე, როცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და როცა ყველა ფიქრი შენად არის ქცეული... ამ დღეს, 1 აპრილს, დაიბადა მთავარი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში - გიგი. ჩემი გრძნობის ახსნა შეუძლებელია, ის მესმის მხოლოდ, რომ ერთ დღესაც ეს ადამიანი სამუდამოდ შემიყვარდა.

ჩემი მეგობარი და ჩემი მარადიული სტიმული. ჩემი ცხოვრება (რამდენიმე მილიონი სიტყვაა კიდევ, მაგრამ არც ერთი არ შეეფერება). იყავი ბედნიერი, გიშ. აკეთე მუსიკა - ის ყველა ომს შეწყვეტს, მე ეს ვიცი. შენი განსაკუთრებული ღიმილი იარებს მოარჩენს.

როცა მოგზაურობ, როგორც ჭეშმარიტი მგზავრი, იცოდე, თუ შენთან არ ვარ, ყოველთვის გელი შინ, შენი სამოსი მაცვია და შენს ბალიშზე მძინავს მხოლოდ. დაე შენი (ჩვენი) ოცნებები ახდეს მალე, და თქვენ ყველანი, ჩემს დაბადების დღეზე, ერთ თვეში, დანარჩენზე ვიფიქრებთ. მიყვარხარ საშინლად. უზომოდ. მაგრად. ეს არის სულ..."

დაათვალიერეთ გიგი დედალამაზიშვილისა და მარინა კარპის თანამედროვე ბინა

თეკლა ჟვანია