"ცოცხალი ბავშვით გამიშვეს აბორტზე. ბოლოს ჩემმა ექიმმა ჩამომისწრო უცხოეთიდან... დღეს არსებობს ლოლიტა, რომელმაც გადამარჩინა" ტელეწამყვან განო მელითაურსა და მსახიობ კოტე თოლორდავას სამი შვილი ჰყავთ - 8 წლის ანასტასია, 5 წლის თარაშ-თომა და 1,6 წლის ელენე-ლოლა თოლორდავები... კოტე თოლორდავას პირველი ქორწინებიდან ჰყავს 17 წლის ბუკა თოლორდავა.
განო მელითაური: 21 წლის ვიყავი, დედა რომ გავხდი. სულ მინდოდა, პირველი გოგო მყოლოდა და ტასო დამერქმია. კოტეს სანამ გავიცნობდი, ორი წლით ადრე ანაპაში ფესტივალზე ვიყავი, სადაც თოჯინა შევიძინე და ტასო დავარქვი. როცა დავოჯახდი, ოცნება ამიხდა და პირველი გოგო შეგვეძინა. მეორე ბიჭი მინდოდა და ასეც მოხდა. თარაშს რომ დავარქმევდით, ესეც ვიცოდი, რადგან მე და კოტე ამაზე შეთანხმებულები ვიყავით. მესამე შვილი კი ორივესთვის დიდი მოულოდნელობა იყო.
- როგორც ვიცი, მესამე ფეხმძიმობა ძალიან რთული გქონდათ...
- დიახ, ასეა. ექიმებს რამდენიმეჯერ ეგონათ, რომ ორსულობა შეწყვეტილი იყო და ცოცხალი ბავშვით გამიშვეს აბორტზე. ბოლოს ჩემმა ექიმმა ჩამომისწრო უცხოეთიდან და გვითხრა, რომ ბავშვი ცოცხალი იყო... მთავარია, დღეს არსებობს ლოლიტა, რომელმაც გადამარჩინა.
- კოტეს გარდაცვალება ლოლამ გადაგატანინათ?
- არა, ლოლამ სიკვდილს გადამარჩინა... იმ პერიოდში ვერაფერზე ვფიქრობდი. პროტესტი მქონდა, რომ ორსულად ვიყავი და ამის გამო კოტეს მოსკოვში ვერ გავყევი. რთული ფეხმძიმობა და გრაფიკი რომ არ მქონოდა, კოტეს გავყვებოდი და მგონია, მის გვერდით რომ ვყოფილიყავი, ყველაფერი სხვანაირად დასრულდებოდა, თუმცა მერე გავაანალიზე, რომ მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. უფალმა უკეთ იცის... გახსენებაც არ მინდა, იმ დროს რას განვიცდიდი. ჩემი ცხოვრების ის წიგნი კოტესთან ერთად დავხურე. ცხოვრებას ვაგრძელებ, ვცდილობ, ვიყო ბედნიერი, ყოველი დღე საინტერესო იყოს და ჯანმრთელობა მქონდეს. ცოტა ხნის წინ მოულოდნელად ოპერაცია დამჭირდა. ბრმა ნაწლავი და კისტა ერთდროულად გამისკდა. ექიმ ნოდარ ხმალაძეს მადლობას ვუხდი, რომ გადამარჩინა.
განო მელითაური: "დეპრესია ფუფუნებაა, რისი საშუალებაც დღეს არ გამაჩნია"
- სამი შვილის მარტო აღზრდა, ალბათ, ძალიან რთულია...
- კი, ძალიან დავიღალე... სამი შვილის მარტო გაზრდა რთულია, თუმცა ჩემს მშობლებს, რომლებიც ძალიან მეხმარებიან, დიდ მადლობას ვუხდი. კოტეს გარდაცვალების შემდეგ, ერთი წელი არავის დანახვა არ მინდოდა. ბავშვებთან ერთად მარტო ვცხოვრობდი. ახლა კი მშობლებთან ერთად ვარ. დღეს შვილები ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ვიცი, რომ რთული ცხოვრება შემხვდა. შეიძლება მეც მქონოდა ოცნებები, მაგრამ ახლა ყველაფერი ჩემი შვილების უზრუნველყოფაზე, სიამოვნებასა და დღესასწაულებზე მაქვს აწყობილი. დღევანდელობაში სამი შვილის რჩენა ძალიან რთულია. განაგრძეთ კითხვა