განოს ოჯახური ფოტო და სელფი პატარა ლოლასთან განო მელითაური ბოლო პერიოდში მაქსიმალურად ცდილობს, ნეგატივზე ნაკლებად იფიქროს, სულიერი სიძლიერე და ნებისყოფა მოიშველიოს და მაქსიმალურად ებრძოლოს დეპრესიას. როგორც თავად ამბობს, სამი შვილის დედას არ აქვს იმის უფლება, რომ დეპრესიაში ჩავარდეს და ცხოვრების ხალისი დაკარგოს. ოჯახურ ფოტოს, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა და სამივე შვილთან ერთად არის აღბეჭდილი, ასევე წააწერა: "დეპრესია ფუფუნებაა, რომლის საშუალებაც დღეს არ გამაჩნია".
ასევე გამოაქვეყნა მხიარული სელფი პატარა ლოლასთან, რომელიც მშვენივრად პოზირებს ობიექტივის წინ.