რუსთავის საბავშვო ბაღებიდან აღებული ხორცის ნიმუშების კვლევის შედეგებით, ხორცი დაბინძურებული აღმოჩნდა ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით რამდენიმე დღის წინ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთავის საბავშვო ბაღებიდან აღებული ხორცის ნიმუშების კვლევის შედეგებით, ხორცი დაბინძურებული აღმოჩნდა ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით.
სამინისტროს ცნობით, რუსთავის საბავშვო ბაღების გაერთიანების მიმართვის საფუძველზე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავის 4 საბავშვო ბაღის კვების ბლოკიდან ლაბორატორიული კვლევისთვის ხორცის ნიმუშები აიღო.
"ლაბორატორიული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, საბავშვო ბაღებიდან აღნიშნული ხორცი ამოღებულია. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა განახორციელეს სასაკლაოს და იმ ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი, რომელიც საბავშვო ბაღებს ხორცით ამარაგებს. შემოწმების შედეგად ბიზნესოპერატორი შპს "ბადა" დაჯარიმდა და მიეცა მითითებები ზოგადი ჰიგიენის მოთხოვნების დაცვის შესახებ წარმოებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე", - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დაბინძურებული საკვები, რუსთავის ბაღების ერთადერთი პრობლემა არაა. AMBEBI.GE-ს რედაქციას დაუკავშირდა რუსთავის მაცხოვრებელი, რომლის ინფორმაციითაც, რუსთავის 36-ე ბაღში გაუსაძლისი პირობებია. ქალბატონის თქმით, მისი ორი შვილი ბოლო რამდენიმე წელია დაჰყავს აღნიშნულ ბაღში და აქ სიტუაცია წლების მანძილზე არ იცვლება. შენობა დაზიანებულია, ბავშვებს არ აქვთ სათამაშო ეზო, ოთახში კი კედლიდან წყალი ჩამოდის - ჩვენმა რესპონდენტმა აღნიშნული სიტუაციის ამსახველი ფოტოსურათებიც მოგვაწოდა. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები