როგორ გადარჩა 6-თვიანი ახალშობილი - დედობრივი სიყვარულის ჯადოსნური ძალა - მშობლები

როგორ გადარჩა 6-თვიანი ახალშობილი - დედობრივი სიყვარულის ჯადოსნური ძალა

2014-07-02 09:41:10+04:00

ამ გრძნობას ნამდვილი სასწაულების ჩადენა შეუძლია გარდა თანამედროვე და ხარისხიანი მედიცინისა, მხოლოდ ერთადერთი რამ გადაარჩენს ნაადრევად დაბადებულ ბავშვს – დედის უდიდესი სიყვარული. ამ გრძნობას ნამდვილი სასწაულების ჩადენა შეუძლია, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ბენჯამენ სკოტის ფოტოებში, რომელმაც თავისი ვაჟის სიცოცხლის პირველი თვეები აღბეჭდა ფირზე.

mshoblebi

პატარა ვარდ მაილს სკოტი ძალიან ადრე დაიბადა – 6 თვის ორსულობის შემდეგ. ასეთი ნაადრევი მშობიარობის შედეგად გადარჩენილი ბავშვები უიშვიათესი შემთხვევაა. "რომ გადარჩენილიყო, უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია, თუმცა, რასაკვირველია, ყველაფერი უსუსურებაა ღვთის ნებასთან შედარებით", - ამბობს მამა.

mshoblebi

ლინდსი სკოტს პირველად უჭირავს ხელში თავისი შვილი, რომელიც თითქმის 600 გრამს იწონის და უამრავი სამედიცინო მოწყობილობა აქვს მიერთებული

mshoblebi

ნაადრევი მშობიარობის მიზეზი უცნობი დარჩა, თუმცა ფაქტია, რომ ასეთი პაწაწინა ბავშვი, დედის მზრუნველობისა და მედიკოსების პროფესიონალიზმის წყალობით გადარჩა და დღეს სრულიად ჯანმრთელია – უკვე ორი წლის.

იხილეთ ვიდეო