ყველა ბავშვისთვის, ვინც ჯერ არ გამხდარა 11 წლის ყველა ბავშვს უყვარს ხატვა. ყველაზე მოუსვენარი ბავშვის მშობლებიც კი შვებით ამოისუნთქებენ, როცა პატარა ცელქები ცოტა ხნით სახატავებს მიუსხდებიან. არადა ხატვა ყველაზე უკეთ ავითარებს ფანტაზიასა და ვიზუალურ აზროვნებას.
თუ თქვენს შვილებს ხატვაც უყვართ და გემრიელი ძეხვეულისკენაც ხშირად გაურბით თვალი, აუცილებლად მიაღებინეთ მონაწილეობა კომპანია "ნიკორას" ხატვის კონკურსში. გამარჯვებულებს უხვი და საინტერესო საჩუქრები ელით.
ვისთვის არის ეს კონკურსი
ყველა ბავშვისთვის, ვინც ჯერ არ გამხდარა 11 წლის
როგორ მივიღოთ კონკურსში მონაწილეობა?
დახატე თავისუფალი თემა "მიყვარს ჩემი ნიკორა", გადაუღე შენს ნამუშევარს ფოტო და გაგზავნე "ნიკორას" ფეისბუქის გვერდზე - ნიკორა / Nikora - პირად შეტყობინებაში.
არ დაგავიწყდეს სახელის, გვარის, ასაკის, ტელეფონის ნომრის და სკოლის/საბავშვო ბაღის მითითება. ნახატები მიიღება 16 აპრილამდე... საუკეთესო ნამუშევრები ჟურნალ "საბავშვო კარუსელში" გამოქვეყნდება. გამარჯვებულები "ნიკორას" ფეისბუქის გვერდზე, 24 აპრილს, ზუსტად 12:00 საათზე გამოვლინდებიან!
სს "ნიკორას" თანამშრომლების შვილებს კონკურსში
მონაწილეობის უფლება არ აქვთ.
პრიზები:
I ადგილი - "ნიკორას" მხიარული თოჯინები -
მზარეული და ძროხა სკოლაში/საბავშვო ბაღში ტკბილეულითა და საჩუქრებით გესტუმრებიან. ამას გარდა, "ნიკორა", 3 თვის განმავლობაში, სამხატვრო სკოლაში თქვენს სწავლას დააფინანსებს.
II ადგილი - დაჯილდოვდებით სახატავი ნაკრებით.
III ადგილი - დაჯილდოვდებით სახატავი ნაკრებით.