რომელ დღეებში დაისვენებენ სააღდგომოდ სკოლებსა და ბაღებში? როგორც ცნობილია, წელს საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში აღდგომას აღარ დაამთხვიეს და სკოლებმა 8-15 მარტს დაისვენეს. რაც შეეხება აღდგომის დღეებს, განათლების სამინისტროსა და ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციებზე დაყრდნობით, წელს სააღდგომოდ სკოლები და ბაღები ერთნაირად დაისვენებენ.
"სააღდგომოდ სკოლებიც საჯარო დაწესებულებების მსგავსად პარასკევს, შაბათს, კვირასა და ორშაბათს დაისვენებენ", - აცხდებენ სამინისტროში.