პატარა დარია 5 კილოგრამი დაიბადა (+ფოტოები) მსახიობი გოგოლა კალანდაძე მეოთხე შვილის დედა გახდა... გოგოლა პარასკევს, ხარება დღეს, ჯანმრთელობის სახლიდან მიესალმა ფეისბუქმეგობრებს და აცნობა, რომ მალე მათ ოჯახს ახალი წევრი შეემატებოდა...
მართლაც, 7 აპრილს კალანდაძე-ფერაძის ოჯახს გოგონა - დარია შეეძინა. პატარა 5 კილოგრამი დაიბადა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს და მილოცვებსაც იღებენ... ჩვენც ვუერთდებით მილოცვებს.
გოგოლა საკმაოდ ადრეულ ასაკში გათხოვდა ნამდვილად მოსწრებული დედაა. ჰყავს უფროსი ქალიშვილი ელენე ზურაბიშვილი, რომელიც ძალიან ლამაზია და დედის ასლსაც ეძახიან ხოლმე, ასევე - დათუკა და ანა-მარია.