10 მიზეზი, რატომ უნდა უყიდოთ ბავშვს ჩვეულებრივი კუ - მშობლები

10 მიზეზი, რატომ უნდა უყიდოთ ბავშვს ჩვეულებრივი კუ

2014-08-05 08:58:13+04:00

ბავშვი შინაური ცხოველის ყიდვას გთხოვთ? აუცილებლად დადგება დრო, როცა ბავშვი შინაური ცხოველის ყიდვას მოგთხოვთ. ზოომოყვარულები გირჩევენ, შეიძინოთ კუ, რომელიც არც დიდ მოვლას საჭიროებს, დიდიხანს ცოცხლობს და ძალიან საინტერესოა მასზე დაკვირვება.

არსებობს მთელი 10 მიზეზი, თუ რატომ უნდა იყოლიოთ ოჯახში კუ:

1. არ სჭირდება გასეირნება.

2. არ დაკაწრავს ავეჯს და ხალიჩაზე ბეწვს არ დატოვებს.

3. კუს ყოლა ალერგიული ბავშვისთვისაც უსაფრთხოა.

4. ტერარიუმი ადვილი მოსავლელია, რითაც თავად ბავშვი დაკავდება. ეს მისთვის საინტერესო საქმიანობა იქნება.

5. კუები ძალიან გამძლენი არიან ინფექციების მიმართ და ძალიან კარგად ეგუებიან შეცვლილ გარემოს. ამიტომაც სხვა შინაურ ცხოველებზე უფრო დიდხანს ცოცხლობენ. საშუალოდ კუ 40 წელს ცოცხლობს, ასე რომ, ბავშვთან ერთად გაიზრდება და მემკვიდრეობით მის შვილებსაც გადაეცემა.

6. ძალიან ჩუმი ცხოველია. თავს არაფრით მოგაბეზრებთ.

7. უპრეტენზიო მჭამელია. ზამთრისთვის საკმარისია, აქედანვე დაიწყოთ ყვავილებისა და ბალეხის გახმობა.

8. მასთან თამაში უსაფრთხოა - არც დაკაწრავს ბავშვს და არც უკბენს. თუმცა მასთან თამაშის მერეც ხელების დაბანა აუცილებელია.

9. ძალიან საინტერესოა მასზე დაკვირვება. კუ მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს უინტერესო და უემოციო არსება. სინამდვილეში ძალიან თბილიცაა და გონიერიც.

10. ძალიან ერთგულები არიან. მალე მიეჩვევიან პატრონს და მასთან სიამოვნებით იკონტაქტებენ.