ვაგრძელებთ ექიმი კომაროვსკის კვებასთან დაკავშირებული სტატიების ციკლს ვაგრძელებთ ექიმი კომაროვსკის კვებასთან დაკავშირებული სტატიების ციკლს. დღეს ბოსტნეულზე მოგიყვებით.
სიცოცხლის პირველ წელს თქვენმა ბავშვმა ალბათ უკვე გასინჯა ბოსტნეულის უმეტესობა: ისპანახი, ბარდა, ხახვი, სტაფილო, ყაბაყი, გოგრა, პომიდორი, კარტოფილი და ა.შ.
ერთ წლამდე ბავშვი უნდა გადაიყვანოთ ფაფისმაგვარი საკვებიდან ჩანგლით ჩაჭყლეტილ საკვებზე (თუმცა, ზოგიერთი ბოსტნეული ისევ გახეხილი სახით უნდა აჭამოთ). ბარდა უნდა დასრისოთ, რომ ბავშვმა მთელ-მთელი არ ყლაპოს.
თუ ერთ წლამდე ბავშვს აძლევდით ადვილად მოსანელებელ ბოსტნეულს, ახლა ცოტა გაართულეთ: თალგამი, კომბოსტო (ყვავილოვანიც კი). მოხარშვისას მათ წყალი ორჯერ უნდა გამოუცვალოთ, სუნი რომ დაკარგონ და საკმარისად დარბილდნენ. სიმინდის მარცვალი მხოლოდ 2 წლის შემდეგ აჭამეთ ბავშვს, ისიც მხოლოდ ჭყინტი. 3-4 წლის ბავშვს სიმინდი შეგიძლიათ პატარა ტაროთი მისცეთ, მასზე ასაკით პატარას დამარცვლული და ისიც მხოლოდ შუაში გაჭრილი მარცვლები.
ადვილად მოსანელებელი ბოსტნეული უმი სხით გაასინჯეთ ბავშვებს წლიდან ორ წლამდე. უმჯობესია, ზოგიერთ ბოსტნეულს, მაგალითად პომიდორს, მოაცალოთ კანი და თესლები. თავდაპირველად მცირე რაოდენობის გაასინჯეთ. შეგიძლიათ უმ გახეხილ ან პატარებად დაჭრილ ბოსტნეულს ზემოდან ფორთოხლის ან ტკბილი ლიმონის წვენი მოასხათ.
თუ ბავშვს საჭმელს მომნელებელი სისტემა კარგად აქვს განვითარებული, შეგიძლიათ ბოსტნეულის წვენებიც დაალევინოთ. უმი ბოსტნეულის წვენები მოხარშულ ბოსტნეულზე გაცილებით სასარგებლოა.
თუ ბავშვმა ვერ შეიყვარა მოხარშული ბოსტნეული, გაიხსენეთ ბოსტნეულის წვნიანები. მოუმზადეთ ერთმანეთისგან განსხვავებულები: პომიდვრის, ბარდის, ისპანახის, ჭარხლის, ან შერეული ბოსტნეულის.
ბოსტნეულის ჩანაცვლება ხილით
ვთქვათ, თქვენი ბავშვი რამდენიმე კვირის განმავლობაში უარს ამბობს ბოსტნეულის ჭამაზე. ბოსტნეული მართლაც მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, მაგრამ ზოგიერი ხილი ბოსტნეულზე მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. სხვა სიტყვებით რომ აგიხსნათ, თუ თქვენი ბავშვი რეგულარულად იღებს რძეს, ხორცს, კვერცხს და უყვარს ხილი, არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ხილი დღეში ორჯერ აჭამეთ და ეცადეთ, არ დააძალოთ ბოსტნეულის ჭამა. ასე კიდევ უფრო მეტად გააპროტესტებს. ბოსტნეული კი ნელ-ნელა შეაპარათ და შეაყვარეთ.