უხელო დედა-შვილი ყველაფერს ფეხებით აკეთებს – უნიკალური კადრები - მშობლები

უხელო დედა-შვილი ყველაფერს ფეხებით აკეთებს – უნიკალური კადრები

2014-08-06 04:56:12+04:00

ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩემს შვილს შეძლებისდაგვარად ნორმალური ცხოვრებით ეცხოვრა ბევრისთვის საოჯახო საქმეები მოსაბეზრებელი და ხანდახან რთული სამუშაოც კია, 35 წლის დედისთვის კი ისეთი რამეები, როგორიცაა ვახშმის მომზადება, რეცხვა და დალაგება, თითქმის შეუძლებელი გამოცდაა.

ლინდა ბანონი უხელო დაიბადა, იშვიათი დაავადების – ჰოლტ-ორამის სინდრომის გამო, რომელიც ძვლების ზრდაზე მოქმედებს და გულის დაავადებებს იწვევს. თუმცა შეზღუდულ შესაძლებლობებს არ მისცა უფლება, მისი ცხოვრება დაენგრია და ისწავლა, ყველაფერი ფეხებით ეკეთებინა.

ეს უნარი მან თავის ვაჟს ტიმისაც გადასცა, რომელიც ამავე დაავადებით გაჩნდა. როგორც დედა, ბიჭიც არ აპირებს ავადმყოფობას დაემორჩილოს. ტიმის შეუძლია ცურვა, რეგულარულად ვარჯიშობს და ვიდეოთამაშებსაც თამაშობს, როგორც მისი ასაკის სხვა ბავშვები.

mshoblebi

ლინდამ კი ფეხების მეშვეობით დანა-ჩანგლის ხმარებაც იცის, მაკიაჟის გაკეთებაც და კერვაც კი. "ტიმი ისეთივეა, როგორც სხვა ბიჭები. საშინაო დავალებებს აკეთებს, კონსტრუქტორებით თამაშობს და ფეხების დახმარებით ოთახსაც ალაგებს... ექოსკოპიაზე გავიგე, რომ ისიც უხელო დაიბადებოდა. რა თქმა უნდა, ძალიან ვიღელვე, შემეშინდა, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე, რომ შეძლებისდაგვარად ნორმალური ცხოვრებით ეცხოვრა".

mshoblebi

ლინდას მშობლებმა კი არ იცოდნენ მისი დაავადების შესახებ და რომ გაჩნდა, მაშინ დადგნენ ფაქტის წინაშე. "ეს მშვიდად მიიღეს და არასდროს ჰქონიათ ჩემ მიმართ რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება", - იხსენებს ლინდა.

mshoblebi

სკოლის დამთავრების შემდეგ ლინდა დაწყებითი კლასების მასწავლებელი გახდა. მერე გაიცნო მომავალი ქმარი რიჩარდი, რომელსაც 2004 წელს გაჰყვა ცოლად.

mshoblebi

როცა ტიმი გაჩნდა, ექიმებმა მშობლებს უთხრეს, რომ ბავშვს თავისი ძირითადი პრობლემის გარდა, გულზეც ჰქონდა პრობლემები. ახალშობილი ორი თვე საავადმყოფოში იწვა, სანამ სახლში წაყვანის ნებას დართავდნენ. ცოტა რომ წამოიზარდა, დედამ თავისი უნარები მასაც გადასცა.

"ვასწავლე, როგორ უნდა ეჭიროს ფეხით კბილის ჯაგრისი და სხვა ნივთები. ზურგზე დაწოლილი ცურავს, ფეხების გამოყენებით. ხანდახან გული სტკივა, რომ ზოგიერთ რამეს ვერ აკეთებს, მაგალითად, ველოსიპედით რომ ვერ სეირნობს, მაგრამ არასდროს დიდხანს არ მიჰყვება ეს წუხილი".

mshoblebi

ლინდა აპირებს, რომ ლექციები ჩაატაროს მსოფლიოს გარშემო და დაეხმაროს სხვა ადამიანებს, ვინც მსგავს პრობლემებს აწყდება.

ასევე იხილეთ