სამი შვილის ახალგაზრდა დედა სიცოცხლისთვის იბრძვის - ნინოს პატარები არ უნდა დაობლდნენ! - მშობლები

სამი შვილის ახალგაზრდა დედა სიცოცხლისთვის იბრძვის - ნინოს პატარები არ უნდა დაობლდნენ!

2017-05-01 19:43:36+04:00

ნინო ბახტაძის შვილები 7, 4 და 1 წლისანი არიან და ყველაზე მეტად ახლა სჭირდებათ დედა... ნინო ბახტაძე 29 წლისაა. სამი შვილის დედა - მისი შვილები 7, 4 და 1 წლისანი არიან... სამწუხაროდ, ნინოს სულ ცოტა ხნის წინ უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს და ახლა ის სიცოცხლისთვის იბრძვის.

მასთან ერთად მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან მისი მეგობრები და ოჯახის წევრები. ეს მისი დის, გვანცა ბახტაძის მიმართვაა, რომელსაც გთავაზობთ:

"მეგობრებო, როგორც იცით ჩემ დას, ნინოს აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე (ოლფაქტორული ნეირობლასტომა) მესამე სტადია. ამ ეტაპზე ქიმიების კურსს გადის საქართველოში, მაგრამ სიტუაცია გართულდა და სასწრაფოდ უნდა გააგრძელოს წერტილოვანი სხივური თერაპია + ქიმიოთერაპია თურქეთში, რომელიც ჯამურად დაახლოებით 20 000 $ ჯდება. ყველა ფონდში, ჯანდაცვაში, მერიაში და ყველგან შეგვაქვს განცხადებები, მაგრამ არ ვიცით, რა ნაწილი დაფინანსდება ან რა დრო იქნება ამისთვის საჭირო. ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ჯგუფი. აქამდე მაქსიმალურად ვცდილობდით საჭირო თანხების პირადი რესურსით მოძიებას, მაგრამ სამწუხაროდ, აღარ გვყოფნის. ამიტომ ვისაც ექნება დახმარების სურვილი და საშუალება ანგარიშის ნომერია:

GE80TB7195545063600028

SWIFT: TBCBGE22

მიმღები: გვანცა ბახტაძე"

ეს კი მისი მეგობრის, ნინო ტურაშვილის პოსტი:

mshoblebi

"ეს გოგო ჩემი მეგობარია...

ნინო ჰქვია, მსოფლიოში ყველაზე მაგარ ყავას აკეთებს და სულ იცინის...

ეს ფოტო ჩემი გადაღებულია 2 წლის წინ...

ამ დროს ჯერ არ ვიცოდით, რომ მესამე ბავშვს ელოდებოდა...

ჩემი ინგლისურის მასწავლებელია...

ყველას უკვირს რატომ მასწავლის ისეთი ტექსტებით, სადაც peninsula და maple ურევია

ამჟამად თურქეთშია...

და ძალიან მინდა, მალე აქ იყოს ისეთივე ლამაზი და ბედნიერი, როგორიც ამ ფოტოზეა...

ჩვენ ყველა ერთად ამას აუცილებლად შევძლებთ".

mshoblebi

მართლაც, შევძლებთ, თუ ბევრნი ვიქნებით და გავერთიანდებით. ისე, როგორც ყოველთვის.