მსახიობს ორი შვილი ჰყავს... "ჩემი ცოლის დაქალების" ბოლოდროინდელ სერიებში ახალი გმირის - ჩიკას გამოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ქალი, რომელსაც ბევრი ფული და დიდი გავლენა აქვს, თუმცა არ არის ბედნიერი, არ აღელვებს ამქვეყნად არაფერი, საკუთარი შვილების ჩათვლით და მხოლოდ იმაზე ნერვიულობს, რა მოიფიქროს ახალი, რომ გაერთოს, გული გადააყოლოს და დეპრესიისგან იხსნას თავი? - ასეთები თურმე ბლომად არიან...
ჩიკას როლს მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი ანა ჩირაძე ასრულებს. რეალურ ცხოვრებაში მას ორი შვილი ჰყავს. განსაკუთრებით ჰგავს გოგონა - მშვენიერი ნიცა ცისკარიშვილი.