ასეთი კატლეტი გაცილებით სასარგებლოა ბავშვისთვის - 5 ახალი იდეა და რეცეპტი - მშობლები

ასეთი კატლეტი გაცილებით სასარგებლოა ბავშვისთვის - 5 ახალი იდეა და რეცეპტი

2017-05-05 18:09:13+04:00

თუ ინგრედიენტებს შეცვლით ხოლმე, მისი მომზადება ყოველდღე შეგიძლიათ კატლეტი არც ისეთი მოსაწყენი კერძია, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია. თუ ინგრედიენტებს შეცვლით ხოლმე, მისი მომზადება ყოველდღე შეგიძლიათ.

ხორცის კატლეტი ბურღულის დამატებით

კატლეტში უნდა დაუმატოთ ის ბურღული, რომლის ჭამაზეც პატარა დილაობით უარს ამბობს. განსაკუთრებით გემრიელი გამოდის ხორბლის ან ქერის დამატებით. მთავარია, ბურღული წინასწარ ჩაალბოთ, თუნდაც 1 საათით. 500 გრამ ფარშზე 1-2 მუჭა ბურღული საკმარისი იქნება.

კიდევ ერთი ვარიანტია წიწიბურიანი კატლეტები. ამ შემთხვევაში ბურღული მოხარშული უნდა იყოს. დაუმატეთ ფარშში სურვილისამებრ და შეწვით კატლეტები ან სოუსში მოთუშეთ. მეტად რბილი და წვნიანი გამოდის.

წიწიბურიანი კატლეტები

დაგჭირდებათ:

1 ჭიქა წიწიბურა 600 გრამი ფარში 2 ცალი ხახვი 1-2 ცალი სტაფილო 1 ყაბაყი 1 ცალი ტკბილი წიწაკა 500 გრამი გახეხილი პომიდორი 2 კბილი ნიორი 1-2-ცალი კვერცხი სანელებლები და მარილი- გემოვნებით.

მოხარშული წიწიბურა დააბლენდერეთ, შეურიეთ ფარშში. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, კვერცხი და სანელებლები. შეწვით კატლეტები. სიუსის მოსამზადებლად მოხრაკეთ ხახვი, დაუმატეთ სიგრძეზე დაჭრილი სტაფილო, ყაბაყი, ტკბილი წიწაკა. 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ ნიორი, პომიდორი ან ტომატი, ნახევარი ჭიქა წყალი. გემოვნებით შეანელეთ და მოთუშეთ რამდენიმე წუთი. მზა სოუსში ჩააწყვეთ კატლეტები, შედგით ცხელ ღუმელში და 20 წუთი გამოაცხვეთ.

თუ ბავშვი ბოსტნეულს არ ჭამს, ქათმის კატლეტში შეაპარეთ. დააქუცმაცეთ სტაფილო, ყაბაყი, კომბოსტო და შეურიეთ ფარშში. კატლეტი გამოვა სასარგებლო წვნიანი.

mshoblebi

ქათმის ფილეს კატლეტი ბოსტნეულით

{{ArticleSplitCont}}

დაგჭირდებათ:

1 კილო ქათმის ან ინდაურის ფილე, ნახევარი ყაბაყი, 1 ცალი კვერცხი, 2 ს/კ შვრიის ფანტელი 50 მლ რძე, სანელებლები და მარილი- გემოვნებით.

შვრიის ფანტელს დაასხით რძე და გააჩერეთ. ფილა ხორცსაკეპში გაატარეთ, ყაბაყი გახეხეთ და გაწურეთ. მასა დაუმატეთ ფარშს. აგრეთვე- კვერცი, დარბილებული ფანტელი, შეანელეთ და შეწვით ტაფაზე ან გამოაცვეთ ან ორთქლზე მოამზადეთ.

თევზის კატლეტი

დაგჭირდებათ:

კვერცხი, რძეში დამბალი პური, გახეხილი კარტოფილი ამ მანანის ბურღული. 400 გრამი თეთრი თევზის ფილე, 200 გრამი წითელი თევზის ფილე, 1-2 ცალი ხახვი, რამდენიმე ნაჭერი პური, 50 გრამი კარაქი, 2 ცალი კვერცხი, 100 გრამი ნაღები. mshoblebi

პური დაალბეთ ნაღებში. ფილე ფილა ხორცსაკეპში გაატარეთ. დაუმატეთ ხახვი, კარაქი, დამბალი პური, კვერცხი, მარილი და კარგად ამოურიეთ. მასა 30-40 წუთი გააჩერეთ მაცივარში. შემდეგ პატარა გუნდებს მიეცით კატლეტის ფორმა და შეწვით ზეთში. შემდეგ კი 10-15 წუთით 200 გრადუსზე გამოაცხვეთ.

კატლეტი სიურპრიზით

{{ArticleSplitCont}}

გულსართიანი კატლეტი, როგორც წესი, ბევრ ბავშვს მოსწონს. ზოგიერთმა მასში შეიძლება ყველი აღმოაჩინოს, ზოგმა- მოხარშული კვერცხი ან- სოკო.

mshoblebi

დაგჭირდებათ:

500 გრამი ფარში (შეიძლება ქათმისაც), 1 ცალი ხახვი, 2 კბილი ნიორი, კვერცხი, ცოტა რძე, პური, პილპილი და მარილი.

გულსართისთვის: ყველი (მაგალითად სულგუნი), მოხარშული კვერცხი, მწვანილი გემოვნებით, 2 ს/კ კარაქი.

ხორცის ფარშში დაუმატეთ დაქუცმაცებული ხახვი და ნიორი, რძეში დამბალი პური, პილპილი და მარილი. კარგად ამოურიეთ. ყველი გახეხეთ, დაჭრილი მოხარშული კვერცხი, მწვანილი და კვერცხი ერთმანეთში შეურიეთ. ფარშისგან გააკეთეთ გუნდა, ჩაუდეთ შიგნით გულსართ, მოუკარით პირი და შეწვით. საბოლოოდ გამოაცხვეთ ღუმელში.

ხორცის მაფინები

კატლეტი შეგიძლიათ კექსების ფორმებშიც გამოაცხოთ. ასეთი კატლეტი უფრო სკოლის მოსწავლეებს მოეწონებათ, რომელსაც შესვენებაზე შეჭამენ. სურვილისამებრ ხორცის მაფინებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დაჭრილი ბოსტნეული, ყველის ნაჭერი.

mshoblebi

დაგჭირდებათ:

300 გრამი ქათმის ფილე 1 ცალი ყაბაყი, 1 კვერცხის გული, მწვანილი, ხახვი და ნიორი, პილპილი და მარილი- გემოვნებით. ყაბაყი გახეხეთ, ხახვი და ნიორი- დააბლენდერეთ, მწვანილი წვრილად დაჭერით. ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ და დაუმატეთ კვერცხის გული. მზა ფარში ჩადეთ კექსის ფორმებში და გამოაცხვეთ 20-25 წუთი 180-200 გრადისზე გახურებულ ღუმელში.