თანამედროვე ბავშვები პორტატული ელექტრონული მოწყობილობების ხმარებას უფრო ადრე იწყებენ, ვიდრე ლაპარაკს თანამედროვე ბავშვები პორტატული ელექტრონული მოწყობილობების ხმარებას უფრო ადრე იწყებენ, ვიდრე ლაპარაკს. მეცნიერები მოგვითხრობენ იმის შესახებ, თუ რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას.
ახალი კვლევის შედეგები, რომლებიც ამერიკელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს, შედეგები 6 მაისს სანფრანცისკოში პედიატრიული საზოგადოების წინაშე წარადგინეს. ისინი 2011-2015 წლებში 894 ბავშვზე (6 თვიდან 2 წლამდე) აწარმოებდნენ დაკვირვებას. წლი-ნახევრის ასაკში ბავშვების 20% საშუალოდ 28 წუთს ატარებდა გაჯეტებთან. ანალიზმა აჩვენა, რომ რაც უფრო მეტ დროს ატარებდა ბავშვი სმარტფონთან, მით უფრო გამოხატული ჰქონდა მეტყველების განვითარების შეფერხება. აღსანიშნავია, რომ გაჯეტებთან ურთიერთობის დროს პირველ რიგში ზიანდება მეტყველება.
თუ რა არის კონკრეტული მიზეზი იმისა, რომ გაჯეტები აფერხებს ბავშვის მეტყველების განვითარებას, მეცნიერების მხრიდან კვლავ განხილვის საგანია. თუმცა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ გაჯეტებთან მჯდომი ბავშვი მინიმალურად ურთიერთობს ადამიანებთან, მინიმალურად საუბრობს. ხშირად მშობლები ასე "ართობენ" ან "აჩუმებენ" პატარს, რომელიც საათობით ზის გაჯეტებთან და იძირება ვირტუალურ სამყაროში...
როგორც კვლევის ავტორმა კეტრინ ბირკენმა განაცხადა, "ახლა ეს მოწყობილობები ყელგანაა" და მიუხედავად პედიატრების მხრიდან არაერთგზის გაფრთხილებისა, მშობლები ზოგჯერ "ნებდებიან" და პატარებს აძლევენ გაჯეტებით სარგებლობის საშუალებას. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე ბირკენი ეთანხმება ამერიკელი პედიატრების რეკომენდაციას წლი-ნახევრამდე ბავშვებისთვის პლანშეტებისა და სმარტფონების აკრძალვასთან დაკავშირებით და შემდეგაც, გარკვეული ლიმიტის დაწესებაში - ბავშვს რაც შეიძლება მცირე ხნით უნდა ეჭიროს ხელში გაჯეტები.