ბავშვის მზის სათვალის ლინზები არ უნდა იყოს ნარინჯისფერი, წითელი ან ყვითელი ბავშვი მუქი სათვალით ძალიან სახალისოდ და "დიდურად" გამოიყურება. რა რის ეს – მოდას აყოლა თუ რეალური საჭიროება?
რით არის საშიში ულტრაიისფერი სხივები ბავშვის თვალებისთვის
ზაფხულის მზე თავისი აგრესიული ულტრაიისფერი გამოსხივებით არც ისე კარგ გავლენას ახდენს ბავშვზე. ეს ეხება კანსაც და ბავშვის თვალის ბადურასაც. განსაკუთრებით – 3 წლამდე ბავშვისთვის არის საშიში, რადგან სწორედ ამ ასაკამდე ფორმირდება თვალის ბადურის ფორმირება. ყველაზე კარგია, იმ პერიოდებში, როცა განსაკუთრებით ძლიერია გამოსხივება, ბავშვები მოვარიდოთ მზის სხივებს – 12-დან 17 საათამდე (თუ ძალიან ცხელა, 18 საათამდეც არ არის სასურველი). თუ მაინც უწევს ბავშვს ამ პერიოდში გარეთ გასვლას, აუცილებლად უნდა ეხუროს ქუდი. თუ თვალებსაც დამალავს სათვალით, ცუდი არ იქნება.
რომელი სათვალე ავირჩიოთ
ოფთალმოლოგები გვირჩევენ, ბავშვისთვის მზის სათვალის არჩევისას შემდეგ წესებს მივდიოთ:
1. მზის სათვალე შუშის ლინზებით ბავშვებისთვის ნაკლებად გამოდგება, რადგან ყოველთვის არის მათი დავარდნის და გატეხვის რისკი. ბავშვისთვის აირჩიეთ ხარისხიანი პლასტიკის ლინზები, მაგალითად, ტრაივექსი, პოლიკარბონატული პლასტიკა. მასალის მთავარი თვისებაა – ჰიპოალერგიულობა, უსაფრთხოება და მსუბუქი წონა.
2. ბავშვის მზის სათვალის ლინზები არ უნდა იყოს ნარინჯისფერი, წითელი ან ყვითელი, რადგან ამ ფერის ლინზები საჭირო დაცვას არ უზრუნველყოფს. ბავშვისთვის არც იისფერი და ლურჯი სათვალე გამოდგება – ამ ფერების ზემოქმედებით თვალის გუგა ფართოვდება და მასში მეტი სინათლე ხვდება. არც ძალიან მუქია სასურველი – შავი და მეტისმეტად მუქი ლურჯი ან ნაცრისფერი, რადგან შენობაში შესვლისას ბავშვი საერთოდ ვერაფერს დაინახავს.
ოპტიმალური ფერი ბავშვის მზის სათვალის შერჩევისას არის შედარებით ღია ყავისფერი, მწვანე, ნაცრისფერი.
3. მზისგან დამცავ სათვალეში მარკირებისას დაცვის 5 ხარისხს არჩევენ. ყველაზე მაღალი დაცვაა 5, რომელსაც სამთოსათხილამურო კურორტებზე იყენებენ. სპეციალისტები ბავშვებისთვის გვირჩევენ 3-4 დაცვის ხარისხს.
4. ბავშვმა მზის სათვალის ტარება იმ ასაკიდან უნდა დაიწყოს, როცა გააცნობიერებს, რომ ის არ არის სათამაშო და პირში არ ჩაიდებს. სავარაუდოდ, 3-4 წლიდან შეიძლება. თვით მწარმოებლები სამ ასაკობრივ კატეგორიად ყოფენ ბავშვების სათვალეს – 1-3 წელი, 4-7 წელი და 8-12 წელი.
5. სათვალის ყურები მყარი უნდა იყოს, რომ მჭიდროდ ეკვროდეს თავზე და იმავდროულად, რბილი, რომ კანი არ დააზიანოს. ჩარჩოს ფორმა ბავშვის თვალს უნდა იცავდეს გვერდიდანაც. თუ ჩარჩო მეტალისაა, ის არ უნდა შეიცავდეს თუთიას, რადგან ის ალერგიულია. ჯობს, ჩარჩოც პლასტიკის იყოს.
და მთავარია, ბავშვს მოსწონდეს მზის სათვალის ტარება და ეს სასჯელად არ იქცეს. თავად შეარჩევინეთ და მისი სურვილიც გაითვალისწინეთ.