ოდრის უნდოდა, სიკვდილის შემდეგ თავისი კვალი დაეტოვებინა... ყველა იცნობს ცნობილ მსახიობ ოდრი ჰეპბერნს. მან თავი დაგვამახსოვრა ფილმებში შესრულებული როლებით: "რომაული არდადეგები", "საუზმე ტიფანისთან", "ჩემი მშვენიერი ლედი".
1988 წელს ჰეპბერნმა გადაწყვიტა, მსოფლიოსთვის თავი დაემახსოვრებინა არა მხოლოდ მსახიობობით, არამედ დიპლომატიითაც. მისმა სახელმა კიდევ ერთხელ გაიჟღერა მაშინ, როდესაც გახდა იუნისეფის კეთილი ნების ელჩი აფრიკის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში.
...თუმცა, როდესაც შემოქმედების აღმავლობის ზენიტში იყო, მას აღმოუჩინეს ავთვისებიანი სიმსივნე. ოდრის უნდოდა, სიკვდილის შემდეგ თავისი კვალი დაეტოვებინა. ამიტომ დაწერა მოგონებების წიგნი "ოდრი ჰეპბერნი. ცხოვრება, რომლის შესახებაც მან თვითონ გვიამბო. სიყვარულში გამოტყდომა".
- მე ბედნიერი ვიყავი ამ ცხოვრებაში. შეიძლება სწორედ ამიტომ სპილბერგმა შემომთავაზა მეთამაშა ოდრი ჰეპბერნის ანგელოზის როლი ფილმში " შეხვედრა".
- მჯერა, რომ ადამიანი უკვალოდ არ ქრება გარდაცვალების შემდეგ. იქნებ მართლა გადავიქცე ოდრის სახელწოდების ანგელოზად? მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ოცნებაა...
- მალე ჩემი უკანასკნელი შობა-ახალი წელი დადგება. მინდა ჩემი ყველა ახლობელი და ნათესავი ვნახო, რადგან ვერ ვიტან წერილებით დამშვიდობებას. პატიებას ვთხოვ მათ, ვისაც ვაწყენინე და ვისაუბრებ ყველაფერზე გულახდილად.
- იდეალისტს და რომანტიკოსს მეძახდნენ. მე ყოველთვის გავცემდი სიყვარულს. ამბობენ, რომ რაც უფრო მეტ სიყვარულს გასცემ, მით მეტს მიიღებ საპასუხოდო. ჩემს შემთხვევაში ცოტა სხვაგვარად იყო: რაც უფრო მეტ სითბოსა და სიყვარულს გავცემდი, მით მეტი სიყვარული იბადებოდა ჩემში. თუმცა, სიყვარულს აქვს უპირატესობა. მაშინაც კი, როდესაც სხვებს არ უყვარხარ, ეს არც ისე ცუდია, სიძულვილის შემთხვევაში კი ყველაფერი სხვაგვარად არის: რაც უფრო გძულს ადამიანი, მით მეტად ვერ გიტანს ის საპასუხოდ.
- ცოდვილი ვარ, ამიტომ არ მინდა დავმოძღვრო ვინმე. სამწუხაროდ, როდესაც ერთი ფეხი მარადისობაში მიდგას და განვლილ ცხოვრებას ვუყურებ, ვხვდები შეცდომებს, რასაც ახლა აღარ დავუშვებდი. ეს ცხოვრებისეული გამოცდილებაა, რომელიც უნდა დაიმსახურო.
- მგონი ყველაზე რთულია გამოვხატო მადლიერება იმ ყველაფრის მიმართ, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ალბათ, რომ არ მქონოდა 5 თვითნებური აბორტი, არ დავაფასებდი ადამიანის ყოფიერებას.
ორი ოჯახური კრახი განვიცადე, მაგრამ სამაგიეროდ, ვისწავლე ყოფილი ქმრების დაფასება, მზრუნველობა და სიყვარული.
- ყოველთვის ვთვლიდი სიყვარულს ცხოვრების მთავარ შემადგენელ ნაწილად: სიყვარულს ქალსა და კაცს შორის, დედასა და შვილს შორის, სიყვარულს ყველაფრის მიმართ.
- მახსოვს ჩემს პრინციპებზე ვუყვებოდი ჩემს მეგობარ სოფიას. მან მიპასუხა, რომ უნდა გიყვარდეს ვნებით, არ უნდა მოთოკო გრძნობები. ალბათ მას თავისი იტალიური ნატურა ალაპარაკებდა, თუმცა ახლა მე მას ვეთანხმები.
- ყველა ჩემმა მეგობარმა და ახლობელმა რაღაც მასწავლა: მოდურად ჩაცმა, როლში შესვლა, ვნებიანი სიყვარული, გრაციოზული ცეკვა და მთავარი - ფიქრის უნარი.
- ვნანობ თუ არა რამეს? დიახ, ვნანობ! ძალიან გვიან მივედი იუნისეფში, არადა ჩემი პოპულარობა უფრო ადრეც შემეძლო გამომეყენებინა, რათა დავხმარებოდი ღარიბ ბავშვებს. ახლა უკვე ვეღარ შევძლებ მათ გადარჩენას, რადგან მეც ცოტა დრო დამრჩა.
- საწყალი ჩემი ბიჭები - რობერტი, შონი და ლუკა! ნუ ინერვიულებთ, მე ხომ არ მეშინია სიკვდილის. მე მხოლოდ იმის მეშინია, რომ აღარ ვიქნები თქვენ გვერდით. მაგრამ იმედი მაქვს, რომ იქიდან გიყურებთ. რადგან ერთხელ შევძელი ანგელოზის როლის თამაში, მეორეჯერაც შევძლებ გამეორებას. ერთს გთხოვთ მხოლოდ: "ნუ იქნებით გულგრილები - ეს არის მთავარი, რაც შეგიძლიათ, რომ გააკეთოთ ცხოვრებაში".
ოდრი ჰეპბერნი გარდაიცვალა თავის სახლში 1993 წელს. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: "ისინი მელოდებიან... ანგელოზები... რათა იმუშაონ დედამიწაზე..."
როგორი ტრაგიკული ცხოვრება გაიარა დიდმა მსახიობმა. ოდრი ჰეპბერნი ნამდვილად იმსახურებდა მეტს, მაგრამ ბედმა სხვაგვარად მოინდომა.