რჩევები სტომატოლოგიური კომპანიის შერჩევისთვის - მშობლები

რჩევები სტომატოლოგიური კომპანიის შერჩევისთვის

2017-06-08 03:44:56+04:00

გაუღიმეთ ცხოვრებას და ისიც აუცილებლად გაგიღიმებთ. ჯანმრთელი ღიმილი ჯანმრთელი ურთიერთობების საწინდარია. ღიმილისთვის კი თეთრი კბილები დაგჭირდებათ. გაუღიმეთ ცხოვრებას და ისიც აუცილებლად გაგიღიმებთ. ჯანმრთელი ღიმილი ჯანმრთელი ურთიერთობების საწინდარია. ღიმილისთვის კი თეთრი კბილები დაგჭირდებათ. სტომატოლოგია მედიცინის ის მიმართულებაა, რომელიც ჯანმრთელობას და სილამაზეს აერთიანებს. თუმცა საქართველოში ეს მიმართულება ბევრ პრობლემასთანაცაა დაკავშირებული. სტომატოლოგიური კლინიკები და საერთაშორისო სტანდარტები ამ ქვეყანაში ნაკლებად მეგობრობენ. რთულია კლინიკის არჩევა, სადაც ყველა პროცედურა ნორმების დაცვით ტარდება.

საერთაშორისო სტანდარტები უმეტესად სტერილიზაციის პროცესებს მოიცავს. სტომატოლოგიურ კლინიკას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მაღალი ხარისხის ავტო-კლავი, რომელშიც მოხდება იარაღების სტერილიზაცია თითოეული პროცედურის შემდეგ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ იარაღების ნაწილი იყოს ერთჯერადი გამოყენების.

სტომატოლოგიური კლინიკის შერჩევისას, ყურადღება მიაქციეთ:

• სამუშაო იარაღებს და მათ სტერილურობას.

• კლინიკის ფართობს - სტანდარტების თანახმად, ერთი ძირითადი სტომატოლოგიური სავარძლის არსებობის შემთხვევაში, უნდა იყოს არანაკლებ 14მ2, ხოლო ყოველ დამატებით სავარძელზე არანაკლებ 7მ2-ით უნდა იზრდებოდეს.

• კაბინეტის სამედიცინო პერსონალის სერთიფიკატი და კვალიფიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

• კლინიკა აუცილებლად უნდა აწარმოებდეს სამედიცინო და სტატისტიკურ დოკუმენტაციას.

mshoblebi

სასიამოვნო გარემოსა და მაღალპროფესიონალი პერსონალის პარალელურად, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ზემოთხსენებულ საკითხებს. ნებისმიერმა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დარღვევამ შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ. ამიტომაც კარგად გადაამოწმეთ ყველა დეტალი, ვიდრე ამა თუ იმ კლინიკაში ვიზიტს გადაწყვეტთ. ასეთ დროს მნიშვნელოვანია მეგობრის რჩევა და გამოცდილების გაზიარება.

თუ გსურთ მაღალი სტანდარტების სტომატოლოგიური მომსახურება, თქვენი მეგობარი კომპანია ”ჰოთსეილი” დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. კლინიკა Dent Inn და მისი ფასდაკლების ვაუჩერი ნამდვილად ოპტიმალური გამოსავალია. ერთის მხრივ, თქვენ ფიქრი და ნერვიულობა აღარ დაგჭირდებათ, არის თუ არა ეს მაღალი სტანდარტების მქონე კლინიკა, რადგან ეს ”ჰოთსეილს” უკვე შემოწმებული და დადასტურებული აქვს. მეორე მხრივ კი, სასურველ მომსახურებაზე ღირებულ ფასდაკლებას მიიღებთ.

mshoblebi