ეს ის გოგონაა, რომლის დაც ახლახან იმავე დიაგნოზით გარდაიცვალა 13 წლის ქართველ გოგონას, რომელსაც გულის ურთულესი დაავადება აქვს, გულის გადანერგვის ოპერაცია საზღვარგარეთ ჩაუტარდა. ოპერაცია ბელორუსელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს. დონორი 29 წლის მინკსკელი მამაკაცი აღმოჩნდა, რომლის გულმა დროულად მიუსწრო გოგონას. ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. ქეთი თავს ნორმალურად გრძნობს.
ეს ის გოგონაა, რომლის დაც ახლახან იმავე დიაგნოზით გარდაიცვალა. ქეთოს და მის დას კარდიომიოპათიის დიაგნოზი 5 წლის ასაკში დაუსვეს. მანამდე ორივე სრულიად ჯანმრთელი ბავშვები იყვნენ. მარიამი 15 წლის ასაკში დაიღუპა. მისმა გარდაცვალებამ ძალიან იმოქმედა ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ქეთიზე და მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო დაამძიმა. გოგონა რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდა შესაფერის დონორს... "გაუმართლა, რომ დონორი სწრაფად გამოჩნდა" - განაცხადეს კლინიკაში.
ახლობლების თქმით, ოპერაცია 100 ატასი აშშ დოლარი ღირს. ეს თანხა გაიღო ერთ-ერთმა ბანკმა, სადაც ქეთის დედა მუშაობს.
წაიკითხეთ ასევე: დები ზუსტად ერთნაირი დიაგნოზით - გადავარჩინოთ ქეთევანი