მარიამ და ქეთევან ქარუმიძეებს რამდენიმე წლის წინ ორივეს ზუსტად ერთნაირი დიაგნოზი დაუსვეს... - ერთადერთი გზა სიცოცხლის შესანარჩუნებლად გულის გადანერგვაა ეს პატარა გოგონები დები - მარიამ და ქეთევან ქარუმიძეები არიან. რამდენიმე წლის წინ ორივეს ზუსტად ერთნაირი დიაგნოზი დაუსვეს: რესტრიქციული კარდიომიოპათია. ამ დიაგნოზის დასმის შემდეგ ერთადერთი გზა სიცოცხლის შესანარჩუნებლად გულის გადანერგვაა.
სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ მარიამი გარდაიცვალა, ის მხოლოდ 15 წლის იყო...
ქეთევანი (13 წლის) კი სასწრაფოდ საჭიროებს დახმარებას, ამჟამად ის იმყოფება მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ყოველი საათი მნიშვნელოვანია ქეთევანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
ქეთევანს რამდენიმე დღეში უნდა ჩაუტარდეს გულის გადანერგვის ოპერაცია ბელორუსიაში, ქალაქ მინსკში კლინიკაში სახელწოდებით "РНПС КАРДИОЛОГИЯ". ოპერაციის საფასური შეადგენს 100 000 დოლარს, პირველ ეტაპზე საჭირო არის თანხის 70%-ის გადარიცხვა, რომ კლინიკამ პაციენტი მიიღოს. სამწუხაროდ, ეს თანხა ოჯახს არ გააჩნია.
ძალიან გთხოვთ, ვისაც მიგიწვდებათ ხმა კეთილ ადამიანებთან, გაავრცელოთ ეს ინფორმაცია და მიაწვდინოთ ხმა ყველას. იქნებ ერთად დავეხმაროთ მშობლებს, გადავურჩინოთ მეორე შვილი!
შეგახსენებთ, რომ თარიღები არის 12-15 მაისი, თუ ვინმეს გაქვთ საშუალება, გთხოვთ არ დაიზაროთ და გადავარჩინოთ სიცოცხლე!
თამარ მჭედლიშვილი (ქეთევანის დედა)
მიმღების ბანკი: პროკრედიტ ბანკი
ანგარიშის ნომერი : GE59PC0263600100010709 (GEL)
GE59PC0263600100010709 (USD)
10.05.2017
- - - - - -
p.s. ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს! დღეს ქეთევანს წარმატებით ჩაუტარდა გულის გადანერგვის ოპერაცია! მოცემული მომენტისთვის მდგომარეობა სტაბილურია.
ყველას დიდ მადლობას გიხდით თანაგრძნობისთვის, თანადგომისთვის და კეთილი სურვილებისთვის!!! ჩვენი საიტის მკითხველებმა დიდი წვლილი შეიტანეს ამ საქმეში.
9.06.2017