ტყუპი ქალ-ვაჟი კი დაბადებიდან ფუფუნებაში ბანაობს, მდიდარი დედის წყალობით ცნობილი მომღერლის მერაია კერის ხელგაშლილობის და სიმდიდრის შესახებ უკვე ლეგენდები დადის. სპეციალური სახლი მისი პირადი გარდერობისთვის, ბავშვებისთვის გაკეთებული ძვირად ღირებული საჩუქრები, რამდენიმე სასახლე მსოფლიო მასშტაბით... ახლა კი აღმოჩნდა, რომ მერაიამ გადაწყვიტა, თავისი შვიდი ძაღლისთვის დასვენება მოეწყო და არც ამაში დაუნანია ფული.
ყველაზე დიდი თანხა – 175 ათასი დოლარი დასჭირდა კერძო ჩარტერულ რეისს აშშ-დან დიდ ბრიტანეთში, კიდევ 25 ათასი დოლარი – ძაღლების განთავსებას ბრისტოლში მდებარე სპეციალურ ფეშენებელურ სასტუმროში.
როგორც წესი, პატრონები ამ სასტუმროში თავიანთ ცხოველებს ისე გზავნიან, რომ საყვარელი კერძებით უზრუნველყოფენ. მერიას თხოვნით კი, მის მიერ შედგენილი მენიუს თანახმად ექსკლუზიურ კერძებს ამზადებდნენ ძაღლებისთვის.
ძაღლები ერთდღიან ექსკურსიაზეც იმყოფებოდნენ, თითოეული ცალკე ოთახში იყო განთავსებული. ამ სასტუმროს ფასი 65-დან 100 დოლარამდეა ღამეში, სეზონის მიხედვით.
რაც შეეხება ბავშვებს, 43 წლის მერაიამ ცოტა ხნის განაცხადა, რომ შვილის გაჩენას აღარ აპირებს. თავის ტყუპზე ორსულობა მისთვის საკმაოდ რთული იყო, ბევრი პრობლემა ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და აღარ სურს იგივეს გამეორება.
ტყუპი ქალ-ვაჟი, მონრო და მოროკანი, დაბადებიდან ფუფუნებაში ბანაობს, მდიდარი დედის წყალობით. ჯერ კიდევ ექვსი თვის მონრო ბრილიანტისთვლებიანი დიადემით იწონებდა თავს, ხოლო მათი ბრენდული სამოსის, უძვირფასესი სათამაშოების და სასახლეების შესახებ რა ხანია, პრესა გამუდმებით წერს. ასე რომ, ბევრს აღარ გაჰკვირვებია მერაიას მორიგი ახირება – მის საყვარელ ძაღლებსაც მეფურად დაესვენათ.